დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს

დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს.

ჰაერის დაბინძურება სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობას დედამიწაზე დაახლოებით ერთი წლით ამცირებს, აზიისა და აფრიკის უფრო მეტად დაბინძურებულ ქვეყნებში კი 2 წლამდე.

2,5 მკმ მცირე ზომის ნაწილაკებს შეუძლია ფილტვების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და ნაადრევი სიკვდილის პროვოცირება. დაბინძურების უსაფრთხო ნორმად მიღებულია 10 მკმ ნაწილაკი 1მ3 ჰაერზე. ეს მაჩვენებელი შეიძლება აღინიშნებოდეს ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში. თუმცა სტატისტიკის თანახმად, დედამიწაზე, ქალაქის მოსახლეობის 95% ძლიერ დაბინძურებული ჰაერით სუნთქავს.

ტეხასის უნივერსიტეტში გააანალიზეს 185 ქვეყნის სტატისტიკა. აღმოჩნდა, რომ უსაფრთხო ლიმიტზე მაღალი დაბინძურება, სიცოცხლის ხანგრძლივობას საშუალოდ 1,03 წლით ამცირებდა (მოწევა გვართმევს 1,82 წელს, ცუდი ხარისხის სასმელი წყალი – 0,57 წელს, არაჯანსაღი კვება – 2,67 წელს).

კომენტარები