„დაგეგმილია თუ არა, სამართალდამცავი სისტემების, პოლიციელების, პროკურორების, უსაფრთხოებისა და პენიტენციური სისტემების თანამშრომელთა ხელფასების მომატება“-კახა კახიშვილი

-„ვიცი თქვენი მიდგომები სამართალდამცავი სისტემის მიმართ. თქვენ არაერთხელ აღნიშნეთ, – სამართალდამცავი სისტემა დღეს ის გმირული ინსტიტუტია, რომლის ჩამოშლა არის მიზანი რამდენიმე ორგანიზაციის. ამიტომ, მიმდინარეობს პოლიციელებზე, პროკურორებზე, ჯარზე, უშიშროების სამსახურის თანამშრომლებზე, პენიტენციურ სისტემაზე შეტევა, – მოახდინონ ამ ადამიანების დემორალიზება, მოაბეზრონ საკუთარი თავი, საკუთარი ინსტიტუციები, შემდგომში, ასეთ ვითარებაში ბევრად ადვილია ძალისმიერი მეთოდებით ხელისუფლების ხელში ჩაგდება.

დაგეგმილია თუ არა. სამართალდამცავი სისტემების, პოლიციელების, პროკურორების, უსაფრთხოებისა და პენიტენციური სისტემების თანამშრომელთა ხელფასების მომატება“, – მიმართა  კახა კახიშვილმა, პარლამენტის  სხდომაზე,   პრემიერ-მინისტრს,  ირაკლი ღარიბაშვილს.

კომენტარები