“დადგება ჟამი, როდესაც თქვენ წინაშე დადებენ ჯვარსა და პურს და გეტყვიან: ამოირჩიეთ”

“ოჰ, როგორ მეცოდებით ყველანი. უკანასკნელ ჟამამდე იცოცხლებთ. ცხოვრება თანდათან გაუარესდება. დადგება ჟამი, როდესაც თქვენ წინაშე დადებენ ჯვარსა და პურს და გეტყვიან: ამოირჩიეთ. ჩვენ ავირჩევთ ჯვარს. ავიღებთ მიწის გუნდას, დავამრგვალებთ, უფლის მიმართ ვილოცებთ, შევჭამთ და მაძღარნი ვიქნებით.
მსოფლიო ბოროტებაში და ხიბლშია ჩაფლული. სულთა მოხიბვლა აშკარა იქნება. მოერიდეთ.
ეკლესიებში ლოცვის დროს ადამიანებს ნუ შეხედავთ ხოლმე. თვალები დახუჭეთ, ან რომელიმე ხატს უყურეთ.
აუცილებლად უნდა ილოცოთ და ჯვარი ხშირად გარდაისახოთ. ”
ნეტარი მატრონა

კომენტარები