„დადექით ფეხზე და ყველა უნდა დაგლოცოთ! ,,კურთხევა უფლისა თქვენ ზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნით უკუნისამდე, ამინ!“ – ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის 2022 წლის საახალწლო მილოცვა:
 „ძმანო და დანო, გილოცავთ ახალ წელს!
 ყოველ ახლა წელიწადს მე გპირდებით თქვენ სიახლეს, მაგრამ პრობლემები მაინც რჩება.
 ჩვენ უნდა ვისწავლოთ წინაგანჭვრეტა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რეალურად არსებობს სიძნელეები და ჩვენ უნდა გვქონდეს უნარი, რომ დავძლიოთ ეს წინააღმდეგობები. არ უნდა შევუშინდეთ სიძნელეებს. სიძნელე მოდის და მიდის, ასევე, სიხარული მოდის და მიდის. ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები. სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავვარდეთ.
ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს და არა მარტო მატერიალურად, არამედ სიტყვიერადაც.
 განსაკუთრებით ვლოცავთ იმ ადამიანებს, რომელნიც არიან საავადმყოფოებსა და ციხეებში, გაჭირვებაში.
 ჩვენი ახალგაზრდობა, ბავშვები უნდა დავლოცო. დედისა და მამის მიერ დალოცვილი ბავშვები მართლა ბედნიერი იქნებიან.
 განსაკუთრებით ვლოცავ ჩემს ნათლულებს, ჩემი ნათლულები უნდა გამოირჩეოდნენ მომავლის რწმენით, სარწმუნოებით, ლოცვით. მომავალი საიმედო უნდა იყოს ჩვენთვის. უნდა გახსოვდეთ, რომ მომავალი ჩვენია.
 გისურვებთ ჯანმრთელობას.
 დადექით ფეხზე და ყველა უნდა დაგლოცოთ! ,,კურთხევა უფლისა თქვენ ზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნით უკუნისამდე, ამინ!“
➡️ 01.01.2022
კომენტარები