დაე, როინ შავაძის ოჯახს, კომპენსაცია გიული ალასანიამ და ნანა ალექსანდრიამ გადაუხადონ!

***

აქა, ფერადი ამბავი:

მსოფლიოს რუხი კარდინალების მიერ ოდესღაც საქართველოს პრეზიდენტად გამწესებული  შავი ბიზნესმენი,  საჯიშე ქართველ ვაჟკაცთა ალისფერ-არტერიული და შინდისფერ-ვენური სისხლის დამღვრელი დაუნდობელი ჯალათი,  მიხეილ სააკოვი ცისარტყელას ნათელ ფერებში გადაწყვეტილ სავარძელში მოკალათებულა და თავის მომხრეებს რევოლუციის მოსახდენად მითითებებს აძლევს.

ზოგჯერ მოთქვამს, რომ ახალმოსული თოვლივით თეთრი და სპეტაკია,  რომ, ფეშენებელური ვილა, რომელშიც ცისარტყელას ფერებში გაწყობილი ძვირადღირებული სავარძელი უდგას, დედიმისის, გიულის მიერ პატიოსნად ნაშოვნი ფულით არის აშენებული, იმ გიულისა, რომელიც აღდგომა დღეებში კვერცხებს ტრადიციულად, სისხლისფერ-წითლად კი არა, მჭახე-ჭრელ ფერებში ღებავს.

ცისარტყელას ფერებში გადაწყვეტილი სავარძელი იტალიელი დიზაინერის, ალესანდრო მენდინის ნამდვილად ალალი შრომის პროდუქტია, თუმცა, მხოლოდ ძალიან მდიდარი ადამიანებისთვის არიის განკუთვნილი, რადგან 14 ათასი ევრო ღირს.

ამ ფერადი სავარძლიდან, უკვე ზომბად ქცეულ თავის მომხრეებს სააკოვი მორიგი სისხლისღვრისკენ მოუწოდებს, რის შედეგადაც, მსოფლიოს შავი ძალების გადაწყვეტილების შესაბამისად, იგი კვლავ „საქართველოს დირექტორის“ კაბინეტში უნდა შებრუნდეს.

დედა გიულიმ, ძია თემურმა და უახლოესმა გარემოცვამ ზუსტად იციან, რომ უშიშრობის მანტიის მიღმა ბელადის მკერდში წრუწუნას ლაჩარი გული ძგერს, ხოლო ბელადის საცვალი, მტანჯველი შიშის გავლენით, პერიოდულად, წინიდან – ყვითელ, უკნიდან კი, ყავისფერ შეფერილობას იძენს! ეს ამბავი ფართო საზოგადოებამაც უწყის, მას მერე, რაც თვითმფრინავის ზუზუნით შეშფოთებულმა წრუწუნამ სოროს ძებნაში გორის მიწაზე იხოხა.

  • საინტერესო პარალელი აღმოვაჩინე: იტალიელი დიზაინერი ალესანდრო მენდინი, რომლის პატიოსანი შრომით შექმნილ, 14 000 ევროდ ღირებულ ფერად სავარძელში მონებივრე სააკოვი ახალი სისხლისღვრის მითითებას იძლევა, 16 აგვისტოს ყოფილა დაბადებული…  ზუსტად 77 წლის შემდეგ, ფერადსაცვლიანი სააკოვის მითითებით, ნაომარ ჯარისკაცს, როინ შავაძეს მოკლავენ!

***

აქა, შავ-თეთრი ამბავი:

სააკოვისგან განსხვავებით, შიშის გრძნობა უცხო იყო სერჟანტ როინ შავაძისთვის, რომელიც 2008 წლის აგვიტოს ომის დროს სენაკის ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მზვერავად მსახურობდა. ნაომარი ჯარისკაცი 2008 წლის 16 აგვისტოს, ცხინვალიდან დაბრუნების შემდეგ ბათუმში მოკლეს.  

სერჟანტი როინ შავაძე ცემით გამოიყვანა სახლიდან 20-მდე სპეცრაზმელმა, შეძახილებით „მოღალატეა, მოღალატეო”. ბოლომდე გაკოტრებული, ფერადსაცვლიანი მთავარსარდალი გამალებით ცდილობდა, საკუთარი მარცხი სამხედრო მოვალეობის ერთგულად შემსრულებელი მეომრებისთვის გადაებრალებინა. თავდაპირველი ოფიციალური ვერსიით, ომიდან ორი დღის დაბრუნებულ, მტრის ტყვიებს გადარჩენილ ჯარისკაცს სახლში „ნარკოტიკული დანაშაულის“ ბრალდებით მიუხტნენ, თითქოს, ომწაგებულ ქვეყანას სხვა პრობლემა არ ჰქონდა! მაგრამ თავი თავადვე გასცეს, როცა დაკავებისას „მოღალატე“ უწოდეს!  ნაომარი ჯარისკაცი დაუნდობლად მოკლეს და მკვლელობა იმით ახსნეს, თითქოს „გაქცევის მცდელობას“ ჰქონდა ადგილი!  გივი თარგამაძემ, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ – გარდაცვლილ სერჟანტს უმძიმეს სახელმწიფო დანაშაულში – ღალატში – საჯაროდ, პირველმა დასდო ბრალი.

გარდაცვლილის ქვრივი, ციცინო შავაძე წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ არ ყოფილა არავითარი გაქცევის მცდელობა და, რომ სერჟანტი როინ შავაძე სამართალდამცველებმა მოკლეს შურისძიების მიზნით. მის მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით დაცული „სიცოცხლის უფლება”. მოსარჩელის თანახმად, მისი მეუღლე წამებით იქნა მოკლული სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ 2008 წელს, ხოლო მკვლელობის ფაქტი არაფექტიანად იქნა გამოძიებული ჯერ შს სამინისტროს, ხოლოდ შემდეგ საქართველოს პროკურატურის მიერ! რეჟიმის მიერ ჩადენილი, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის დანაშაული განსაკუთრებით მძიმდება იმით, რომ მკვლელობამდე მას დააბრალეს ის, რაც ჩაიდინეს თავად – სამშობლოს ღალატი!

***

აქა, შავი ამბავი:

2020 წლის 19 ნოემბერს გამოქვეყნდა ევროპული (სტრასბურგის) სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წელს ბათუმში მოკლული სერჟანტის, როინ შავაძის საქმეზე. ევროსასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა.

სააკოვის ბინძური რჟიმის ოფიციალური პოზიციის მიხედვით, სამართალდამცველებმა როინ შავაძის წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს მისი უკანონო გაქცევის თავიდან ასაცილებლად, თუმცა სტრასბურგის სასამართლოს გადაწვეტილების მიხედვით, ამის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება საქართველოს მხარეს არ წარმოუდგენია.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას მორალური ზიანის ანაზღაურების სახით მომჩივნის სასარგებლოდ 40 000 ევროს გადახდა დააკისრა!

ევროპულმა სასამართლომ მხედველობაში მიიღო თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები და ვიდეომასალაში აღბეჭდილი დაზიანებები, რაც არ შეესაბამებოდა ოფიციალურ პოზიციას, რომ როინ შავაძისთვის სიცოცხლის მოსპობა მოხდა მისი გაქცევის თავიდან ასაცილებლად გამოყენებული ძალის შედეგად. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მე-2 მუხლის, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებში ყველაზე მთავარის – „სიცოცხლის უფლების“ არსებითად დარღვევას!

***

ნიშანდობლივია, რომ როინ შავაძის სიკვდილის გარემოებების გამყალბებელი ძალოვნები არამცთუ არავის დაუსჯია, დღემდე, მაღალ თანამდებობებზე რჩებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ გაყალბებაში საქართველოს დღევანდელი, კოჰაბიტაციის შემოქმედი ხელისუფლებაც მონაწილეობს!

***

წამებული როინ შავაძის არანაკლებ წამებულ ოჯახს, უდავოდ ეკუთვნის კომპენსაცია, იმაზე მეტი რაოდენობითაც, ვიდრე ევროპულმა სასამართლომ განუსაზღვრა! ოჯახს ხომ, მარჩენალის მოკვლასთან ერთად, შეულახეს ღირსებაც, რადგან როინ შავაძის შთამომავლებს  „სამშობლოს მოღალატის“ შთამომავლის იარლიყი მიაკრეს და,

რომ არა შავაძის ოჯახის ადვოკატის, რამინ პაპიძის თავგამოდებული ბრძოლა, რომელიც შეუპოვრობის გამო თავად იქცა სააკოვის ბინძური რეჟიმის პატიმრად…

ასევე, რომ არა ევროპული სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილება,

ეს უსამართლობა ბოლომდე იზეიმებდა!

მოხდა ისე, რომ ამ შემთხვევაში, სამართალმა პური ჭამა! მაგრამ, ეს მაინც არ არის სამართლის აღსრულება!

  • რატომ? ახლავე მოგახსენებთ! როინ შავაძის ოჯახის სასარგებლოდ მატერიალური კომპენსაცია – 40 ათასი ევროს სახით – საქართველოს სახელმწიფომ უნდა გადაიხადოს.
  • რა გამოდის? სააკოვის ბინძური რეჟიმის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულის გამო კომენსაციის თანხა საქართველოს ბიუჯეტიდან, ანუ, ჩემი… თქვენი… საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯიბიდან უნდა შეკოწიწდეს?!

ეს არ იქნება სამართლიანობის აღდგენა!

საქართველოს მოსახლეობას, ბიუჯეტის შემავსებელ პატიოსან და ზნეობრივ საქართველოს მოქალაქეებს როინ შავაძე არ მოუკლათ!

როინ შავაძე მოკლა სააკოვის ბინძურმა რეჟიმმა!!!

***

მსოფლიოს რუხი კარდინალების მიერ ოდესღაც საქართველოს პრეზიდენტად გამწესებული  შავი ბიზნესმენი,  საჯიშე ქართველ ვაჟკაცთა ალისფერ-არტერიული და შინდისფერ-ვენური სისხლის დამღვრელი დაუნდობელი ჯალათი,  მიხეილ სააკოვი ცისარტყელას ნათელ ფერებში გადაწყვეტილ, ძალიან ძვირად ღირებულ  სავარძელში მოკალათებულა, რომელიც თურმე 14.000 ევრო ღირს…  და თავის მომხრეებს რევოლუციის მოსახდენად მითითებებს აძლევს…ახალი სისხლისღვრისთვის გამალებით ემზადება!

დიახ, ჯალათი სააკოვი, რომელიც ალესანდრო მენდინის პატიოსანი შრომით შექმნილ, 14 000 ევროდ ღირებულ სავარძელში ზის, ქართველი საჯიშე ბიჭების წამებით და ხოცვით გამდიდრდა!

მისი თანამზრახველი, ასევე, საჯიშე ბიჭების წამების და ამოწყვეტის ხარჯზე გამდიდრებული გიგა ბოკერია კი, ამასობაში პარლამენტარის სავარძელში წამოსკუპებას ლამობს, რათა მომავალშიც, ათასჯერ 14.000 ევრო იშოვნოს…

***

აქა, ამბავი, რათა „ჭირი იყოს იქა, ლხინი კი – აქა:“

 

სამართლიანობის აღდგენის გზას მე გასწავლი, ხელისუფლებავ:

დაუყოვნებლივ მიიღე სახელმწიფო დამნაშავეებისთვის ქონების ჩამორთმევის კანონი და,

როინ შავაძის ოჯახს, სააკოვის ბინძური რეჟიმისგან ნაწამები და მოკლული სხვა ადამიანების ოჯახებს

 კომპენსაცია ჩვენი, ანუ ნაცების და დღევანდელი, კოაბიტანტი რეჟიმებისგან ტანჯული მოსახლეობის ჯიბიდან კი არა…

ჯალათების დედებისთვის – გიული ალასანიასთვის და ნანა ალექსანდრიასთვის ჩამორთმეული საკუთრებიდან, მათი უძირო ჯიბეებიდან გადაუხადე!

იმ ჯალათი გამომძიებლების, პროკურორების და მოსამართლეებისთვის ჩამორთმეული პირადი ქონებიდან გადაუხადე, რომლებმაც ეს ქონება პატიოსანი და თავდადებული ჯარისკაცების – როინ შავაძეების წამების და მკვლელობების გზით დააგროვეს!

 

ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”

კომენტარები