დავით ბაგრატიონ მუხრანბატონი ოჯახური ტრადიციის – მეღვინეობის აღდგენისთვის შრომობს

ფეიბუქის გვერდი საქართველოს სამეფო სახლი  ქვეყნებს პოსტს: 

“ოჯახური ტრადიციის აღდგენა.
.
დავით ბაგრატიონ მუხრანბატონის ვენახები და მეღვინეობა.

ოჯახური ტრადიციის შესაბამისად, რიგით 30-ე მუხრანბატონი, დავით ბაგრატიონ მუხრანბატონი ამაყია იმით, რომ მიჰყვება რიგით 26-ე მუხრანბატონის, ივანე ბაგრატიონ მუხრანბატონის (1812- 1895) ნაკვალევს. ბატონიშვილი ივანე იყო წარმატებული მეღვინე რაც გულისხმობდა – ცქრიალა ღვინოების დაყენებას და მუხრანის სასახლის შექმნას. ის დაინტერესებული იყო მევენახეობა-მეღვინეობით . ამ საქმისთვის მან დაიქირავა ფრანგი და ქართველი სპეციალისტები და 1876 წელს საკუთარ მამულში ააშენა დიდი ქარხანა , სადაც ღვინის დაყენების და ბოთლებში ჩამოსხმის პროცედურები ხორციელდებოდა ფრანგული წესით.

საქართველო ღვინის სამშობლოა. ქართული მეღვინეობა 8000 წლისაა. ჩვენთან ღვინის ისტორია ნეოლითის ხანიდან იწყება და დღემდე გრძელდება.
— ქვეყნის დიდი ნაწილის ნაყოფიერმა მიწებმა, საქართველოში დღეს არსებულმა სოფლის მეურნეობის სექტორის დახმარებამ და მიღწევებმა , ასევე პარტნიორ ქვეყნებთან ექსპორტის შესაძლებლობამ შთამაგონა აღმედგინა მევენახეობა და მეღვინეობა მუხრანის მიწებზე.
სასიამოვნოა შეხვედრა და თანამშრომლობა ივანე მუხრანბატონის ვენახებში მომუშავე ადამიანების შთამომავლებთან.
პროექტი დავიწყე 2017 წელს. ვიმედოვნებ რომ პირველ ბოთლის ღვინოს წარვადგენ 2022 წელს. მთავარია საბოლოო შედეგი, რისთვისაც უნდა უზრუნველვყოთ სწორი დრო, რათა წარვადგინოთ შესანიშნავი ქართული ღვინოები მსოფლიოს საუკეთესო სუფრებისათვის
დავით ბაგრატიონ მუხრან ბატონი.”

წყარო:  https://www.facebook.com/TheRoyalHouseOfGeorgiaOfficialPage/photos/a.573381262738428/3280223848720809/? 

კომენტარები