დავით ბერძენიშვილი: „იხელმძღვანელეთ ამ ორპუნქტიანი ტექსტით და პარტიის განცხადებით“

-„სახელისუფლებო მედიას, ტროლებს, ბოტებს და აგიტპროპაგანდის ჩინოვნიკებს

თქვენს მორიგ მდარე მესიჯბოქსზე გპასუხობთ:

1. უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის რომელიმე თანამდებობაზე დანიშვნა/არდანიშვნის საკითხი არის იმ ქვეყნის- საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მეწყვილის – უკრაინის საშინაო საქმე და საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლო განცხადებები ელჩის შესაძლო გამოწვევაზე და ა.შ. არის ბიძინა ივანიშვილის და მისი ქვეშევრდომების ქვეყნისთვის დამაზარალებელი აკვიატება.

2. ვალერი გელაშვილის სასიკვდილოდ გამეტებაზე პასუხისმგებელი არის სააკაშვილის ხელისუფლება, რაც რესპუბლიკელებისთვის იყო, არის და იქნება უტყუარი ფაქტი.

იხელმძღვანელეთ ამ ორპუნქტიანი ტექსტით და პარტიის განცხადებით.

ნუ „ შეგიყვარდით” ახლა ყველას ერთდროულად ყველა რესპუბლიკელი”,– წერს რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები