„დავით გარეჯის საკითხის გადაწყვეტა ორივე ქვეყანის ინეტერესებში შედის“ – ირაკლი ღარიბაშვილი აბსურდულს უწოდებს ოპონენტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, – დავით გარეჯის დაბრუნებით რუსეთის ინტერესების აღსრულება ხდება

-„დავით გარეჯის საკითხის გადაწყვეტა ორივე ქვეყანის ინეტერესებში შედის. ეს არ არის კარტოგრაფების საქმე. ეს არის დავით გარეჯის მოღალატეობრივი გზით დათმობის საქმე. ეს ძალა იმსახურებს აკრძალვას. პირდაპირ ვიტყვი, ეს პოლიტიკური ორგანიზაცია არ უნდა არსებობდეს. მოსახლეობას ძალიან მარტივი არჩევანი აქვს: ან ირჩევენ ღალატს, ან სახელმწიფოს ერთგულებას, პატრიოტიზმს.

დავით გარეჯის დამტკიცებით, თუ განმტკიცებითა და დაბრუნებით, თურმე, ხდება რუსეთის ინტერესების აღსრულება, რაც სრული აბსურდია. პირიქით, აქ ლოგიკა არ არსებობს, როდესაც ჩვენ მეგობარ აზერბაიჯანს დავუმტკიცებთ ამ ყველაფერს, ძალიან მშვიდად, დიპლომატიური გზით, კონსტრუქციულ რეჟიმში, ცივილიზებული ფორმით, აქ სად ჩანს უცხო ქვეყნის ინტერესი?! პირიქით, ეს არის ორ ქვეყანის ინეტერესებში შემავალი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება“, – განაცხადა  თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, „იმედის კვირის“ ჟურნალისტთან საუბრისას.

კომენტარები