დავით ზალკალიანი: „ეს პროცესი არ გაჩერდება – რუსეთმა აუცილებლად უკან უნდა წაიღოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, ურთიერთობის მოწესრიგების სხვა გზა არ არსებობს“

საგარეო საქმეთა მინიტრმა, დავით ზალკალიანმა გორში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მორიგ თემატურ პრეზენტაციაზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის შესახებ ისაუბრა:

-„ეს პროცესი არ გაჩერდება, ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ, რომ რუსეთი დარჩეს მარტო, მაგრამ რუსეთმა აუცილებლად უნდა უკან წაიღოს აღიარება. სხვა გზა ურთიერთობის მოწესრიგების არ არსებობს.

ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მის დღის წესრიგში მუდმივად არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები საკითხი. საქართველოს მხარდამჭერი ის უპრეცენდენტო აქტი, რომელიც ამერიკის შეერთეულმა შტატებმა მიიღო და რომელიც არის ყოვლისმომცველი, პირდაპირ საუბრობს, სანქციებზე იმ ქვეყნებთან მიმართებაში, ვინც შეეცდება, რაიმე სახის ფინანსური ურთიერთობის დამყარებას აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან. ასევე, პირველად, 2017 წელს, აერიკის შეერთებული შტატები კონსოლიდირებულ აქტში გაჩნდა ჩანაწერი ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

არაღიარების პოლიტიკა ჩვენს სამომავლო პროგრამაში იქნება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად. მას მოაქვს უაღრესად მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი. ორმა ქვეყანამ ჩვენი აქტიური ჩართულობით, უკან წაიღო აღიარება.

ეს გზა გადდის ამ წითელ ხაზზე, რაც არსი დაკავშირებული დეოკუპაციასთან. მხოლოდ დეოკუპაციის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ ურთიერთობის მოწესრიგებაზე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, – ჩვენ თანმიმდევრულად ვიმუშავებთ ხალხთა შორის ურთიერთობაზე, ტურიზმის აღდგენაზე სხვა ჰუმანიტარულ განზომილებაზე,

საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა და კონსოლიდაციის მიზნით მუშაობის გაგრძელება გამოაცოცხლებენ ჟენევის მოლაპარაკების პროცესს, ეს არის ერთადერთი ფორმატი, სადაც ყველა საერთაშორისო აქტორის ჩართულობით საქართველო რუსეთთან დეოკუპაციასა და მწვავე პრობლემებზე საუბრობს.

აუცილებლად უზრუნველვყოფთ, – საქართველოს დღისწესრიგი მუდმივად იდგეს ყველა ჩვენი სტრატეგიული თუ საერთაშორისო პარტნიორის რუსეთთან ურთიერთობის დღის წესრიგში. აუცილებლად გამოვაცოცხლებთ ჟენევის მოლაპარაკების პროცესს. ჟენევა არის ერთადერთი ფორმატი, სადაც ყველა საერთაშორისო აქტორის ჩართულობით ჩვენ რუსეთთან დეოკუპაციასა და მწვავე პრობლემებზე ვსაუბრობთ. საქართველო თანმიმდევრულია ყველა ნაბიჯში. აღებული გვაქვს ძალის არგამოყენების ვალდებულება, იგივეს ვითხოვთ რუსეთის ფედერაციისგან. ვითხოვთ საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების დაფუძნებას და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთნხმების იპლემენტაციას. ეს მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება, ჩვენი პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იქნება“, – განაცხადა ზალკალიანმა.

კომენტარები