დავით ზალკალიანი იმედს გამოთქვამს,  2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთვის პოზიტიური იქნება.

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იმედს გამოთქვამს,  2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთვის პოზიტიური იქნება.

-„ეს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება იყო გასულ წელს, ჩვენ, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ სტრასბრუგში, ჩვენი მისიაც აქტიურად იყო ჩართული. რა თქმა უნდა, პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რა დიდი მოცულობის სამუშაო გავწიეთ, განსაკუთრებით იუსტიციის სამინისტრომ. დარწმუნებული ვარ, როგორც წინა შემთხვეევების დროს, აქაც გვექნება ნაბიჯი პოზიტიური მიმართულებით. ასე რომ, ჯერ არ მინდა მოვლენებს გავუსწროთ, ალბათ, სულ ცოტა ხანში დადგება  საბოლოო განაჩენი. ჩვენ, ყველა ერთად ვიხილავთ, რომ, შესაძლოა, ეს იყოს იმ პოზიტიური მოლოდინების შესაბამისობაში, რაც ჩვენ დღეს გვაქვს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

 

კომენტარები