დავით ზალკალიანი: „ჩვენი ოპონენტების მხრიდან ხდება არასწორი ინფორმაციის მიწოდება და საზოგადოება შეცდომაში სურთ შეიყვანონ. არ არის ისე, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან წარდგენილი განცხადება ჩავარდა“

-„ჩვენი ოპონენტების მხრიდან ხდება არასწორი ინფორმაციის მიწოდება და საზოგადოება შეცდომაში სურთ შეიყვანონ. არ არის ისე, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან წარდგენილი განცხადება ჩავარდა.

ქართულმა მხარემ აქტიურად ითანამშრომლა ევროპარლამენტის მხრიდან თანათავმჯდომარესთან.  ეს იყო პროექტი, რომელიც წარმოადგინა თანათავმჯდომარემ, რომელზეც იყო ჩვენი შენიშვნები მიღებული და გათვალისწინებული. დოკუმენტის ამ ფორმატში მსჯელობის მიზნით გატანას მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან და მათი ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მათთვის მნიშვნელოვანი ელემენტების დამატების მოთხოვნა. წავიდა მწვავე დისკუსია და კენჭისყრაზე მას მხარი არ დაუჭირეს ჩვენმა ოპონენტებმა და იმ პარტიამ, რომელიც მათ მხარს უჭერს ანუ „სახალხო პარტიამ“. ეს არის სიმართლე და არა ის, როგორც თავად ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ თითქოს ხელისუფლებამ ჩააგდო ან ხელისუფლების გამო ვერ მოხერხდა დოკუმენტის მიღება“, –  განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

 

 

კომენტარები