დავით ზალკალიანმა და ჯულიან სტირკმა საპარლამენტო არჩევნების შესახებ ისაუბრეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ოფისის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა.

დავით ზალკალიანმა და ჯულიან სტირკმა საპარლამენტო არჩევნების შესახებ ისაუბრეს.

განხილვის თემა იყო სადამკვირვებლო მისიების წინასწარი ანგარიში, რომელიც ეუთოს, ევროპის საბჭოსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეების წარმომადგენლობების მოსაზრებებს მოიცავს.

მინისტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები  თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში შედგა.

 

წყარო: “rustavi2.ge”.

კომენტარები