დავით ზილფიმიანი: „უგულავას ხელში სანთელი უნდა ეჭიროს და “ოცნების” ოფისს დღეში 3-ჯერ წრეს არტყამდეს“

-„წარმატებული“ მერი, რომელიც კურდღელივით გაიქცა, დარბევის დროს როცა მივედი, -შენს ქალაქში, ტელევიზიას არბევენ-თქომ– დაიმალა, გაიქცა, 48 მილიონი მოიპარა, ბატონი კახიშვილის გარემონტებულ ციხეში 14 თვე ატარებს და მორჩაა? ნებისმიერ მოქალაქეს ჰკითხეთ, -რამდენი ჩაჯდება 14 თვით 48 მილიონად ციხეში. ხელში სანთელი უნდა ეჭიროს და ოცნების ოფისს, ეკლესიასავით, დღეში სამჯერ წრეს უნდა არტყამდეს“-განაცხადა „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დეპუტატმა, დავით ზილფიმიანმა პლენარულ სხდომაზე გიგი უგულავაზე.

კომენტარები