დავით თორდია: „ზოგი კიდევ აზრზე არ ხართ, თუ რა გააკეთა გიორგი გახარიამ – რომ არა გახარიას მოღალატეობრივი საქციელი, ახლა…“

-„ზოგი კიდევ აზრზე არ ხართ, თუ რა გააკეთა გიორგი გახარიამ ‼
ზუსტად გიორგი გახარიას ბრალია ის, რომ „ქართულ ოცნებას“ მეორე ტურის დანიშვნა მოუხდა, ამით მან „ნაციონალებს“ ფორა მისცა.
არც ისაა გამორიცხული, გახარიას წინასწარ სცოდნოდა სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ და ალბათ მასაც ეგონა, რომ მისი ჩამოსვლის ეფექტით ხალხი მიშას ხელში აიტაცებდა და „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის მართვის სადავეებს ხელში ჩაიგდებდა.
ახლა გახარია საეჭვოდ გასუსულია, რა უნდა თქვას რო? ფაქტი სახეზეა, მან ოცნებას უღალატა და გზა გაუხსნა ნაცებს.
რომ არა გახარიას მოღალატეობრივი საქციელი, ახლა მეორე ტურის ჩატარების აუცილებლობა არ იქნებოდა“, –  წერს „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ლიდერი 41-ის“ ადმინისტრატორი, ბლოგერი დავით თორდია.
კომენტარები