დავით თორდია: პირდაპირ გეტყვით – ამ ეტაპზე პლანეტის მოსახლეობის „ვაქცინაციაზე“ შესმა უნდათ!

 

მსოფლიოში გამოცხადებული კოვიდ-19 – ის პანდემია არცერთი კრიტერიუმით არ ჯდება პანდემიის საყოველთაოდ აღიარებულ პარამეტრებში. ეს არის ყველაზე დიდი ტყუილი, რომელიც ოდემე კაცობრიობისთვის უთქვამთ! ამ სკანდალური სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის „ახალი სიტყვა“ – დამფუძნებელმა, კოვიდაფერის ცნობილმა მამხილებელმა დავით თორდიამ:

– თავიდანვე გეტყვით, რომ კოვიდ-19 არის ტიპიური გრიპი, რომელიც მსოფლიოში ყოველთვის იყო და მუდამ იქნება. თუმცა, ამჯერად, გრიპის ეს ვირუსი ხელოვნურად არის შექმნილი და სხვა გრიპებზე გაცილებით საშიშია. ჩვენ ვცხოვრობთ გლობალური ტყუილის ეპოქაში, ეტყობა, მასობრივი ამნეზიაც ხელოვნურად არის გამოწვეული, თორემ გავიხსენებდით, ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე, იქამდე, ვიდრე თანამედროვე სატანისტები კოვიდის პანდემიით შეუდგებოდნენ მოსახლეობის დაზაფვრას, ყოველ წელს რამდენი ადამიანი კვდებოდა ჩვეულებრივი გრიპით! ეს არავის უკვირდა, რადგან პლანეტაზე და მათ შორის ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში – სიკვდილიანობის გამომწვევ მიზეზთა სიაში, რომელსაც მუდმივად აკვირდებიან მეცნიერები, გრიპს თავისი ადგილი სტაბილურად ეკავა და კვლავაც უკავია!

 – მაშ, რა ხდება?

– ყოველივე განპირობებულია მედიის მიერ შეგნებულად გავრცელებული ცრუ ინფორმაციებით, რის შედეგადაც, მთელი პლანეტა და და მათ შორის საქართველო – ცხოვრობს მუდმივი პანიკური შიშის პირობებში. უკონტროლოდ გადაჭარბებული ასეთი შიშის ატმოსფერო საერთოდ არ შეესაბამება ვირუსით განპირობებულ ობიექტურ საფრთხეებს, სამაგიეროდ, პანიკა შესანიშნავი იარაღია სატანისტების ხელში, კაცობრიობის საბოლოოდ დასამონებლად! მერწმუნეთ – არანირი საფუძველი არ არსებობს კარანტინების, იზოლაციის იძულების და ადამიანის თავისუფლების სხვა შემზღუდველი ფორმების ასამოქმედებლად, ადამიანების „აცრილებად და აუცრელებლად“ დასაყოფად… სამაგიეროდ, არსებობს სატანისტების მიერ შემუშავებული მიზანი, პანიკის გზით მოსახლეობას ე.წ. ვაქცინაციისკენ უბიძგონ. თავად შევესწარი ფაქტს, როცა სომხეთიდან ჩამოსული ახალგაზრდა სპორტსმენი კაცი შეიპყრეს, როგორც რეციდივისტი და სანათესაოსთან ერთად, ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა – საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორ კვირაში გაირკვა, რომ ამ ბიჭს არანაირი კორონა არ ჰქონდა, მაგრამ, პანიკა ხომ დაითესა… არადა, ინტერნეტში არის დოკუმენტების ზღვა, სინამდვილეში რა მიზანი აქვთ კოვიდფაშისტებს და სატანისტებს, რა მიზნით გამოიგონეს პანდემია! მთავარია, ადამიანებს სიმართლის ძიების სურვილი ჰქონდეთ და ყველაფერი დღესავით ნათელია!

 – ვის უწოდებთ სატანისტებს და კოვიდფაშისტებს? მაინც, რა მიზანი აქვთ მათ?

– ეს არის მსოფლიოს მთავრობა: სამასიანელთა და რომის კლუბები, ილუმინატები, სხვადასხვა ლოჟა, რომელთაც მსოფლიოზე გაბატონების და პლანეტის მოსახლეობის მართვის ბერკეტების ხელში ჩაგდების წყურვილი აერთიანებთ. აქამდე ისინი ფარულად მოქმედებდნენ,  დღითიდღე უკვე, თვალსაჩინოდ გამოდიან ასპარეზზე. მაგალითად, 2009 წელს პლანეტის ერთ-ერთმა უმდიდრესმა კაცმა, ბილ გეითსმა საჯაროდ  გამოაცხადა, რომ დედამიწა ვეღარ იტევს მოსახლეობას და საჭიროა მისი შემცირება 1 მილიარდამდე! ამ რაოდენობიდან მცირე ნაწილი იქნებიან ოლიგარქები, ხოლო დანარჩენი უმრავლესობა – ამ ოლიგარქების მომსახურე პერსონალი! ასეთი აზროვნება უკვე სატანიზმია, რომელიც ბიბლიურად, ანტიქრისტეს გამეფებისკენ სწრაფვას წარმოადგენს. ყველაფერს  შეგნებულად აკეთებენ ღვთის საწინააღმდეგოდ, უკუღმა! 1997 წელს მსოფლიო აალაპარაკა ექსპერიმენტმა, რომელიც ძუძუმწოვრის (ცხვარი, სახელად „დოლი“) კლონის გამოყვანით დამთავრდა, თუმცა დოლიმ მხოლოდ 6 წელი იცოცხლა და ფილტვების ინფექციის შედეგად დაიღუპა. რა ხანია, ადამიანების კლონირებაზე გადავიდნენ, კლონები უკვე არსებობენ და შესაბამისი დოკუმენტებიც გამაჩნია!

 – მაგრამ, რა საერთო აქვს ბილ გეითსის განცხადებას კორონაპანდემიასთან?

– საქმე იმაშია, რომ იგივე ბილ გეითსი ახლახან აცხადებს – აი, ვაქცინა, რომელმაც უნდა გიხსნათ სიკვდილისგან!

ბილ გეითსი

კაცი 6 მილიარდი ადამიანის გასაჟუჟად მზად იყო და დღეს 24 საათი კაცობრიობის გადარჩენაზე ფიქრობს?! მეცნიერული მსჯელობა არ არის საჭირო, ამ ორ ფაქტზე დაყრდნობით გაუნათლებელი ადამიანიც კი მიხვდება, რა საფრთხე უკავშირდება გეითსის შემოთავაზებულ გადარჩენის „პანაცეას!“ რაღა თქმა უნდა, „ოქროს მილიარდად“ წოდებულ რაოდენობამდე კაცობრიობის შემცირების ყველაზე მარტივი და სწრაფი საშუალება არის ინიექცია, რომლის დანიშნულება კეთილშობილური საფარველით იფუთება! ხოლო იმისთვის, რომ კაცობრიობა საკუთარი ფეხით მიიყვანონ სასიკვდილო კაბინეტებთან და ინიექციის რიგში დასაკლავი ცხოველებივით ჩააყენონ, მსოფლიოს მასშტაბით იბლოკება ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ამ ტოტალური საფრთხის შესახებ განმარტებებს შეიცავს! თუ პირობითად, ჩემს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია, მაშინ კი არ უნდა დაბლოკო, არამედ, არგუმენტებით გააცამტვერო. ასე, მაგალითად, ახლახან გავავრცელე ინფორმაცია, რომ აცრიდან ორიოდე დღეში გარდაიცვალა ექიმი. თუ ეს ადამიანი ცოცხალია, კი ნუ ბლოკავ განცხადებას… არამედ მასთან ჩაწერე ინტერვიუ და ამგვარად მამხილე სიცრუის გავრცელებაში! პირდაპირ გეუბნებით – ამ სატანისტებმა უკვე დაასრულეს პლანეტის მოსახლეობის მათ მიერვე პროვოცირებული ომებით ჟლეტის ეტაპი და მკვლელობის ახალ ფორმაზე – ბიოლოგიურ ომზე გადავიდნენ! კაცობრიობის წინააღმდეგ მსგავსი მასშტაბის შეტევა მსოფლიოს ისტორიას არ ახსოვს!

 – საუბრის დასაწყისში მითხარით, რომ კოვიდ-19 პანდემიის კრიტერიუმებს არ შეესაბამება. რა იგულისხმეთ?

– ვიმეორებ, რომ ეს არ არის პანდემია! პანდემია გამოაცხადეს მხოლოდ იმ მიზნით, რომ შეშინებული მოსახლეობა დაითანხმონ ვაქცინად წოდებული სითხის შეშხაპუნებაზე, რომლის ორგანიზმზე მავნე გავლენა – ცალკე საუბრის თემაა და მომავალში ამაზე აუცილებლად მოგახსენებთ. პანდემია რომ არ არსებობს, ამას ახლავე დაგისაბუთებთ: კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია გასული საუკუნის 70-იან წლებში გამოჩნდა. ვირუსის ეს ფორმა იწვევს ორგანიზმისთვის საშიშ გართულებებს, ის პლანეტის მოსახლეობაში სეზონურ სხვა ვირუსებთან ერთად ცირკულირებს. ზოგს საკმაოდ ადვილად გადააქვს, ადამიანების ნაწილი ვირუსის ამ ფორმის გავლენით იღუპება კიდეც, მაგრამ აქამდე არავის მოსვლია აზრად პანდემიის გამოცხადება, რადგან სიკვდილიანობის რაოდენობას არასოდეს გადაუჭარბებია კრიტიკული ნიშნულისთვის! სხვადასხვა ქვეყანაში სიკვდილიანობის განმაპირობებელი დაავადებები თითქმის ერთნაირი თანამიმდევრობით არის ჩამოთვლილი.  ცნობილი რუსი ეპიდემიოლოგის და სტატისტიკის სპეციალისტის, იგორ გუნდაროვის მონაცემების თანახმად, 2006-2020 წლებში რუსეთში სიკვდილიანობის ყოველთვიურ გრაფიკებს იერი თითქმის არ უცვლია! გარდაცვალების 25 % ინფარქტზე მოდის; 20 % – კიბოზე; 15 % ინსულტზე. ამას დავუმატოთ ყველა სახის პნევმონიები, მათ შორის, კოვიდიც და რაღა რჩება კოვიდის წილად? გრაფიკებზე ჩვენ ვხედავთ ერთსა და იმავე მწვერვალებს, ერთსა და იმავე ამპლიტუდას, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთში ადამიანები იღუპებიან არა მხოლოდ კორონავირუსით, არამედ ყველა სხვა მიზეზის გამოც, რითაც აქამდე კვდებოდნენ. მაშ, კოვიდპანდემიის მსახვრალი შედეგი სადღა არის? იქ ყოველწლიურად კვდება 1 800 000 ადამიანი, აქედან კოვიდის წილი სიკვდილიანობაში სტატისტიკურად შეადგენს 1 %-ს.  მთლიანობაში კი წლიური წილი კოვიდით სიკვდილიანობისა გამოდის 0,01 % ! მაშ, სადღაა პანდემია??? არადა, რუსეთშიც, ისევე როგორც საქართველოში – გარდაცვალების მიზეზად 90 პროცენტს „კოვიდ-19“ – ს უწერენ და ამგვარად, ხელოვნურად ქმნიან სიკვდილიანობის მცდარ სტატისტიკას! მაგრამ თუ ადამიანების 90 პროცენტის გარდაცვალების მიზეზი კოვიდია, სად გაქრა სიკვდილის გამომწვევი სხვა დაავადებები? ნუთუ, ინფარქტით და კიბოთი აღარავინ კვდება? ან სად გაქრა სეზონური რესპირატორული ინფექციები? ანდა, ნუთუ, ყველა გრიპი კოვიდია?

 – საქართველოში რა ხდება? კოვიდის პანდემიამდე და მისი დაწყების შემდეგ სიკვდილიანობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად განსხვავდება?

– მე გამოვაქვეყნე „საქსტატის“ (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური) ოფიციალური მონაცემები (მომაწოდა რატი შავგულიძემ), რომელიც გამოქვეყნებისთანავე უსამართლოდ და უკანონოდ დამიბლოკეს ქართველმა ცენზორებმა. ნახეთ, როგორ გამოიყურება ეს მონაცემები:

2017 წ – 47 822 გარდაცვლილი

2018 წ – 46 524 გარდაცვლილი

2019 წ – 46 659 გარდაცვლილი

2020 წ სრულად, დეკემბრის ჩათვლით – 45 537  გარდაცვლილი!

როგორც ხედავთ, 2020 წელს, ანუ პანდემიის „აფეთქების“ წელს საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი იმაზე ნაკლებია, ვიდრე „პანდემიის“ გამოცხადებამდე იყო!

 – ბოლოსდაბოლოს, რას ემსახურება ეს გლობალური მასკარადი?

– პირდაპირ გეტყვით – ამ ეტაპზე პლანეტის მოსახლეობის „ვაქცინაციაზე“ შესმა უნდათ! აკი, უკვე გაისმა, რომ შესაძლოა ვიღაცებს ორჯერადად აცრა არ ეყოთ და მესამე დოზა დასჭირდეთ… ჩემი ვარაუდით, თანდათან 7-მდეც ავლენ. ხოლო, თუ რა მიზნით სურთ დააჩვიონ ადამიანები „ვაქცინის“ შეშხაპუნებას – ამაზე მომავალში მოგახსენებთ!

ესაუბრა ზაზა დავითაია

 

 წყარო: “ასავალ-დასავალი”

 

 

კომენტარები