დავით მათიკაშვილი: საქართველო ნატო-სა და ევროკავშირთან ძალიან ახლოს არის, დამოუკიდებლობის შემდეგ ასე ახლოს ნამდვილად არ ყოფილა

დიდ სურვილს გამოვთქვამთ, რომ საქართველოსთვის, როგორც სრულუფლებიანი წევრისთვის ნატო-ს კარი გაიღება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ნატო-სა და ევროკავშირთან ძალიან ახლოს არის, დამოუკიდებლობის შემდეგ ასე ახლოს ნამდვილად არ ყოფილა.

„ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საკითხის გაღრმავება, მას შემდეგ, რაც ბუქარესტის სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, პროცესი ლოგიკური გზით მიმდინარეობს. ჩვენ ძალიან დიდ სურვილს გამოვთქვამთ, რომ საქართველოსთვის, როგორც სრულუფლებიანი წევრისთვის ნატო-ს კარი გაიღება. ამისთვის საქართველო ყველაფერს აკეთებს თავსებადობის კუთხით, დემოკრატიული პროცესების განვითარების თვალსაზრისით, რომელიც მნიშვნელოვანია ნატო-ს წევრობისკენ სავალ გზაზე. იმედი ვიქონიოთ, რომ უახლოეს მომავალში ქმედითი ნაბიჯები იქნება გადადგმული და კიდევ უფრო ნათელი იქნება, თუ როდის გაწევრიანდება საქართველო ნატო-ში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

წყარო: “imedinews.ge”.

კომენტარები