დავით მარტიაშვილი: პეტრო პოროშენკოს უმაღლესი რადას არჩევნებამდე აუცილებლად მოკლავენ
საქართველოს ვეტერანთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარე, ამჟამად უკრაინაში მებრძოლი ვიცე-პოლკოვნიკი დავით მარტიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს და შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
“ცოცხალი და თავისუფალი პოროშენკო, დღევანდელი ანტიუკრაინელებისთვის, სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს.
მათ თავისუფლების შესანარჩუნებლად ფარ-ხმალის დაყრა ვერ დაეხმარებათ, ომები და დაპირისპირებები არ მთავრდება, ყველაფერი უფრო მძიმდება. ვისაც არ ეზარება, დღეს ყველა პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ გამოდის განცხადებით. მოსწონთ ეს თუ არა, პეტრო პოროშენკოს გამოუვიდა ყოფილიყო 21-ე საუკუნის ჰეტმანი. პეტრო პოროშენკო ბედმა დააჯილდოვა.
პეტრო პოროშენკოს არჩევნებამდე აუცილებლად მოკლავენ, ეს ანტიუკრაინული უნამუსოებისთვის პირველი ამოცანაა.
გათამაშებულ არჩევნებამდე, ყოფილ პრეზიდენტს ჯერ კიდევ შეეძლო ესარგებლა ხელშეუხებლობით და ყოფილიყო სრულიად უზრუნველი.
მას საამისოდ, საკმაო რესურსი გააჩნდა.
არჩევნების შემდეგ კი, პოროშენკოს შეეძლო მშვიდად წასულიყო, დაბრუნებულიყო ბიზნესში და მშვიდად ეცხოვრა, პლანეტის ნებისმიერ კუთხეში.
ვიცი, მსგავსი უზრუნველი ცხოვრების შემოთავაზებები მას ბლომად ექნებოდა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტი არ გატყდა, არ დანებდა და სასოწარკვეთას არ მიეცა. მიუხედავად თავისუფლების დაკარგვის საფრთხისა, ის დარჩა პოლიტიკაში.
მკაფიოდ და ნათლად გასაგებია, რომ პოროშენკო კვლავ არ შეწყვეტს ბრძოლას და ბოლომდე იდგება უკრაინის ინტერესების სადარაჯოზე.
დანარჩენი სიტყვა თქვენთვის მომინდვია, უკრაინელი ხალხისთვის, რომელიც უკვე 5 წელია ამტკიცებს, რომ ძალა და კანონი მხოლოდ ხალხს ეკუთვნის.
პოროშენკოს არ შეუძლია სასწაულის ჩადენა, ის არ არის არც მეფე და არც ღმერთი, რადაც თავს დღეს ბევრი ოლიგარქი თვლის, მაგრამ ის თქვენთანაა და გააგრძელებს უკრაინისთვის ბრძოლას.
მე ერთადერთი რამის გამო შემიძლია ყოფილ პრეზიდენტს ვუსაყვედურო. ის არ იყო ზედმეტად მკაცრი და ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი გაჩნდა, მაგრამ ეს უკვე წარსულია, ახლი კი მომავალია ჩვენს ხელში. ახლა თუ არ დავაყენებთ უკრაინის ინტერესების საკითხს, მაშინ უკვე რევანში მოგვთხოვს ბევრ სისხლს.
ჩემი სუბიექტურია აზრია, მაგრამ მე დღეს უკრაინაში, ასეთ მძიმე დროს, ვერ ვხედავ ვერცერთ გონიერ ლიდერს, ვისაც უკრაინელი ხალხის ცხოვრების სწორი გზით წაყვანა შეუძლია. შეიძლება ითქვას, რომ არის რამდენიმე ღირსეული, მაგრამ ყველას რაღაც აკლია, ის რაღაც, აქვს პოროშენკოს.
მტერმა კი ეს შესანიშნავად იცის.
ამიტომ გამოიყენეს მთელი ძალაუფლება, გააკეთეს ყველაფერი, დადგეს და გაითამაშეს სპექტაკლები და პეტრო პოროშენკო მაინც ჩამოაგდეს. ბევრმა მოიხსნა ნიღაბი, მათ შორის, ვლადიმერ პუტინმაც.
აი ჩამოგდებულია პოროშენკო და მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა, პოროშენკო არ გააგდეს, არ დაწყევლეს, არამედ, მივიდნენ და მადლობა გადაუხადეს განვლილი 5 წლის გამო.
ვიცი, დღეს ბევრი ისურვებს პოროშენკოს კვლავ პოსტზე ყოფნას.
ზუსტად ამის გამოა მათთვის ის საშიში“, – წერს დავით მარტიაშვილი.