დავით ჟღენტი: “გნაც კრიმინალთა ხროვას რეგიონებიდან ჩამოყვანილი ყავს 2000 აქტივისტი”
სამოქალაქო აქტივისტი დავით ჟღენტი სოციალურ ქსელში საგანგაშო ინფორმაციას აქვეყნებს:
“გნაც კრიმინალთა ხროვას რეგიონებიდან ჩამოყვანილი ყავს 2000 აქტივისტი, მათ დღეში 50 ლარი აქვთ გამოყოფილი.
ასევე 500 ახალგაზრდაზე აქვთ გამოყოფილი 25 ლარი ლუდის, ტონიკის და ექსტაზისთვის.
ახლა დავთვალოთ მინიმუმ, რა თანხა იხარჯება აქციისთვის, რომლის მიზანიც ხელისუფლების ხელში ჩაგდებაა.
2000 X 50=100,000 ოთხ დღეში 400,000
500 X 25=12 500 ოთხ დღეში 50 000
ამას დაუმატოთ 10 000 დღეში გახმოვანება და აქციის ატრიბუტიკა ოთხ დღეში 40 000.
საინტერესოა, ეს ის მინიმუმი 500 000 ლარია, რომლის წარმომავლობა დასადგენია” – წერს დავით ჟღენტი ფეისბუქ-გვერდზე.