დავით ჟღენტი: დაინტერესდით შესაბამისი უწყებები, რა თანხებით ფინანსდება ეს მე 5-ე კოლონა!

– მივმართავ პრემიერს,
უშიშროების მინისტრს,
შსს-ს მინისტრს,
უშიშროების სადეპუტატო კომიტეტის თავჯდომარეს, თუ როგორც ქვია მიხვდებით ალბათ.
დაინტერესდით შესაბამისი უწყებები რა თანხებით ფინანსდება
ეს მე 5-ე კოლონა! ეს გვაინტერესებს ჩენ საქართველოს მოქალაქეებს და პასუხს უახლოეს მომავალში ველით – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საზოგადოებრივი არხის ყოფილი ჟურნალისტი დავით ჟღენტი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართული აქცია-პერფორმანსის მონაწილეების დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ აღნიშნული აქცია-პერფორმანსი „მესროლე“ მიმდინარე წლის 17 ივლისს გაიმართა. გაიმართა.

აქციის მონაწილეებს სპეციალური ფორმები ეცვათ, რაზეც სამიზნეები იიყო გამოსახული.

-„პროტესტის 28-ე დღეა და მოვედით შენობასთან, სადაც უნდა იჯდეს წესით გიორგი გახარია, მაგრამ ვხედავთ რომ მას ეშინია არათუ საჯარო ადგილებში გამოჩენის, არამედ პოლიციის კორდონით გადაადგილებისაც. ამ პერფორმანსის მიზანია, ვაჩვენოთ გახარიას, რომ ზუსტად ისეთივე სამიზნეები ვართ ჩვენც, როგორც იყვნენ 20 ივნისს გიორგი და მაკო. იგივე წარმატებით შეუძლია, გასცეს ბრძანება და მისი ქვეშევრდომები ძალიან უპრობლემოდ დაიწყებენ ჩვენს თვალებზე და ჯანმრთელობაზე ნადირობას. ბატონო მინისტრო, ჩვენ აქ ვართ და ბევრი მანძილის გავლა არ მოგიწევთ, შეგიძლიათ, მარტივად თვალში გვესროლოთ სამიზნეებიც მოგიტანეთ. თქვენ ამის მეტი არაფერი შეგიძლიათ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა.

კომენტარები