დავით სარალიძის მამა, ბიძინა ივანიშვილს შვილიშვილის შეძენას ულოცავს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა,  ზაზა სარალიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შვილიშვილის შეძენას სოციალური ქსელის მეშვეობით ულოცავს:

„გილოცავთ ბატონო ბიძინა!!!

გილოცავთ პირველ შვილიშვილს და გილოცავთ იმ ბედნიერებას,იმ უსაზღვრო სიხარულს,რასაც ჩვენებურად ბაბუობა ქვია. ვიცი რასაც გრძნობთ ეხლა და როგორი ბედნიერები ხართ,ისიც ვიცი რა სიხარული გელოდებათ წინ ყოველდღე, როცა რწმუნდები,რომ მამასთან ერთად ბაბუა გახდი და უფრო მეტად გიხარია ყველაფერი, რაც მის ირგვლივ ხდება.

გილოცავთ ბატონო ბიძინა და ჩვენებურად დაგილოცავ!!!!

ჯანმრთელობა და უფლის წყალობა არ მოკლებოდეს თქვენს გამბედნიერებელს!!!

რაც მე ვერ დაგილოცოთ ბუნების და მაღალი ღმერთის ძალამ დაგილოცოთ!!! წმინდა გიორგის ძალა და მარიამის კალთა ფარავდეს მუდამ თქვენს პატარა სიხარულს!!!“

კომენტარები