დავით საყვარელიძე მადლობას უხდის გენერალ ბალტინს ფოთის აღების და ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამო! – სანდრო ბრეგაძე:
139
ქართული მარშის ლიდერი,
სანდრო ბრეგაძე წერს:
– საოცრება – სააკაშვილის ხელის ბიჭი და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დავით საყვარელიძე მადლობას უხდის გენერალ ბალტინს ფოთის აღების და ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამო
“გაიხსენეთ 1993 წელი, როდესაც უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა კრავჩუკმა არაფერი შეუთანხმა რუსეთს და ფოთის გასათავისუფლებლად (ადმირალ ბალტინის მეთაურობით) ჯარი გამოაგზავნა, ფოთიდან გაყარა რუსები. სხვათა შორის პრეზიდენტმა შევარდნაძემ მადლობა გადაუხადა მათ” – განაცხადა დავით საყვარელიძემ
ამ ერთუჯრედიან, ისტორიის უცოდინარ ამებას მინდა ავუხსნა – 1992-93 წლებში ფოთში იდგნენ ზვიად გამსახურდიას კანონიერი გვარდიის ნაწილები, ხოლო ადმირალ ბალტინის ჯარებმა არა რუსები, არამედ ქართველი პატრიოტები დახოცეს ფოთში, ხოლო ეროვნული გმირი ზვიად გამსახურდია ტყეში მოკლეს
სამწუხაროა რომ არსებობენ მოღალატე ქართველები, რომლებიც წლების შემდეგ მადლობას უხდიან ბალტინს და კრავჩუკს სამეგრელოს აწიოკების და კანონიერი პრეზიდენტის მკვლელობის გამო
ძაღლი მიაკვდა და საუკუნოდ შეჩვენებულ იქნას ყველა ის მოღალატეა-ნაძირალა,რომელმაც 1993 წელს ფოთი აიღო და კანონიერი ხელისუფლება დაამხო ( უპირველესად ელცინი, კრავჩუკი, შევარდნაძე, ჯაბა იოსელიანი, კიტოვანი, ბალტინი და გრაჩოვი )