დავით ჩხარტიშვილი: თუ გინდათ ააშენოთ ქვეყანა!

 

თუ გინდათ ააშენოთ ქვეყანა, საიდანაც ხალხი წასვლას მხოლოდ შვებულების სეზონზე მოითხოვს, ააშენოთ ისეთი ქვეყანა, სადაც მომავლის შიში არ ექნებათ, გადადგით ეს 2 ნაბიჯი: 1) გაუთანაბრეთ კორუფცია სამშობლოს ღალატს, კორუფციონერები კი შეაჩვენეთ მეშვიდე თაობამდე. 2) სამხედროს, მასწავლებლის და ექიმის პროფესიები კი, ყველაზე მაღალანაზღაურებად და საპატივცემულო ხელობად აქციეთ. როდესაც ამას განახორციელებთ, ჩათვალეთ რომ საწადებელს მიღწეულია. ეს ისრაელის საზოგადოებრივი ტელევიზიით ნათქვანი, ლეგენდარული გოლდა მეირის სიტყვებია. სწორედ რომ ასეთ პრიორტეტებს სახავს ტანდემში, სახელმწიფო მოღვაწეები და პასუხიმგებლიანი ტელევიზიები, და არამც სელიბრითების ტინგიცობას, ხაზინის ქურდების გნიასს, ფუტურისტული პროექტების პროვაიდერობასა თუ გემბლინგის და ჰიპსტერული ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. საზოგადოებრივი ტელევიზია და სახელმწიფო ერთი ორგანიზმია ჯანმრთელ ქვეყნებში-თქო. ჩვენთან კი ნაგავი. საზოგადოებრივ ტელევიზიებს იქ, შეთავსებული აქვთ საგანმანათლებლო, კულტუროლოგიული და აღმზრდელობითი ფუნქციები. რადგანაც სახელმწიფოს პრიორიტეტია განთლებული, პასუხისმგებლიანი და კულტურული მოქალაქეების აღზრდა და არამც ბრბოთი მანიპულირება და მდაბიო ინსტინქტების კულტივირება* / აქვეყნებს სტატუსს სოციალურ ქსელში პუბლიცისტი დავით ჩხარტიშვილი.

მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა

კომენტარები