დავით ჩხარტიშვილი: მამარდაშვილი წერდა – „როდესაც იცავ აფხაზის, სომეხის, ოსის ღირსებას, იცავ საკუთარ ღირსებას, სხვაგვარად ჩემთვის არ არსებობს ქართველის მაღალი ცნება“

მამარდაშვილი წერდა – „როდესაც იცავ აფხაზის, სომეხის, ოსის ღირსებას, იცავ საკუთარ ღირსებას, სხვაგვარად ჩემთვის არ არსებობს ქართველის მაღალი ცნება“… რას მოვაყოლე ეს და, ვხედავ თუ როგორ აღვივებენ შუღლს გარკვეული წრეები; „პატრიოტიზმს“ და „წყენას“ ამოფარებული ატარებენ მოსაზრებას რომ სომეხი ჩვენი მტერია, დასტურად კი რუკები, ცალკეული სომეხი მარგინალისა თუ დაბალი სოციალური პასუხისმგებლობის ქალის გამოხტომები მოჰყავთ (განა ჩვენში ცოტაა ეს კატეგრია, ანდა ძვ. რუკების ფრიალი ხომ ეროვნული სპორტია ლამის).
ასევე აფხაზეთში “ბაგრამიანის” ბატალიონის ნამოქმედარი მოჰყავთ დასტურად მათი “ეროვნული ვერაგობისა”. თუმცაღა არავინ იხსენებს აქვე, იქ ჩეჩნების „საგმირო საქმეებს“, ან მაგალითად იმას, რომ ბერძნები და ესტონელებიც ”ქუდზე კაცით” იბრძოდა… ანდა იმას, რომ ოფიციაური თბილისის მხარეს ასეულობით სობეხი იყო და დაღუპულთა რაოდენობით „ქართული“ მხარის მხრიდან ქართველების მერე სომხებია / ბრჭალებში კი იმიტომაა ჩასმული „ქართული“ რომ სწორედ აღვიქვათ მაგ ომის არსი – ეს იყო სამოქალაქო ომი, პოლიტიკური კონფლიქტი ეთნიკური ელფერით რომელიც ზოგადეროვნულ დონეზე ვერდიქტის გამოტანას მოითხოვს კეთილსინდისიერი და ობიექტური განხილვის შემდეგ მრგვალი მაგიდის ფორმატში.
თუნდაც გამსახურდიას მოწოდება გავიხსენოთ; “მე მოვუწოდებ ქართველ ხალხს, კავკასიის ხალხებს, მთელი მსოფლიოს საზოგადოებას, ყველა კეთილი ნების ადამიანს – დაიცვან გენოციდისაგან მცირერიცხოვანი, მრავალტანჯული აფხაზი ხალხი, აფხაზეთის ქართველი მოსახლეობა, საკადრისი პასუხი გასცენ შევარდნაძის დამსჯელ ბანდებს და ამხილონ მისი მტაცებლური პოლიტიკა გენოციდსა და ერის გაჟლეტაში.”
მოკლედ, იქნებ დროა გავითავისოთ-თქო რომ ისტორია არ შედგება მხოლოდ შავი და თეთრი ფერებისგან, რთულია, მრავალწახნაგოვანი და ჭკუის სასწავლებელიც – ფაქტსა და ფაქტოლოგიურ მასალას შორის დიდი და არსებითი სხვაობაა, შეფასებაზეა დამიკიდებული და შეფასებები კი პროპაგანდის სიძლიერეზე. ჩვენთან კი ვისაც არ ეზარებოდა ყველა მიმართავდა ამ ხერხს – აქედან ეს აჯაბსანდალიც იმ პერიოდის შეფასებებეში და არქაული ფობიები, სირთულეები „ხორბლის გამიჯვნაში ღვარძლისგან“. ვერ ვსწავლობთ / ამით კი მტრები სარგებლობენ, არადა ბევრი გვყავს … დავსძენ – არის, განა არ არის ნეგატიური მომენტები ჩვენს ურთიერთებებში – მაგრამ (!) არის უფრო მეტი დადებითი მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრების ისტორიიდან… რაც კონკრეტულად ე.წ. “ბგრამიანის” ბატალიონს შეეხება, მანდ სულ 250 სომეხი იბრძოდა და მთელს ერზე განზოგადება ნუ ვერანაირად ვერაა კეთილშობილი & ქართული საქმე _ მერედა იხ. ქვემორე ვიდეო, თუ რას ჰყვება გენერალი გიორგი ყარყარაშვილი _ მისი ხომ მაინც დაიჯერება, მოწმე და თანაავტორია იმ ტრაგიკული მომენტის ჩვენს უძველეს, ურთულეს, მაგრამ ამავე დროს ულამაზეს ისტორიაში რომლის გამეორება აღარ უნდა დავუშვათ და ეს მხოლოდ ასეთი მიდგომითაა შესაძლებელი. / წერს სოციალურ ქსელში პუბლიცისტი დავით ჩხარტიშვილი.

იხილეთ ვიდეო:

https://www.facebook.com/davidbey1973/videos/10218452641694455/?app=fbl

მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა

კომენტარები