დავით ცინარიძეს ბრალი წარედგინა

საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს,  დავით ცინარიძეს, მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტზე, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.

2020 წლის 27 აპრილს, ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა.

სამართალდამცველებმა საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

კომენტარები