დავით ხიდაშელს ხროვა დაესხა თავს და აგენტად მონათლეს! – ამირან სალუქვაძე:

– „დავით ხიდაშელმა, ბიძინა ივანიშვილის თხოვნით 2 წელში მოიძია საქართველოს მთელი საზღვრების, მათ შორის აზერბაიჯან-საქართველოს მონაკვეთის რუკები, გააკეთა 12-12 ეგზემოლარი, რათა აღარ დავკარგოთ უტვინოებმა, განზრახ თუ უნებლიეთ, და იმის ნაცვლად, რომ ძეგლს თუ არ დავუდგამთ, მადლობა მაინც ვუთხრათ, მასაც და ვინც მას დაავალა, ორკესტრირებულ ქარ-ცეცხლში გაატარეს.
ამ კაცმა თითქმის ყველა რუკა საქართველოს არქივებში ამოიღო ან აქვე ბუკინისტურ მაღაზიებში შეიძინა. ასევე მოიძია რუკები ამერიკაში, გერმანიაში, რუსეთის როსრეესტრში (იქაურ იუსტიციის სახლში).
დავით ხიდაშელმა 2 წელში გააკეთა ის, რაც საქართველოს მთელმა უწყებებმა ვერ გააკეთა დამოუკიდებლობის დღიდან. თუ მიზანმიმართულ მავნებლობას ვერ იპოვით ჩვენი ჩინოვნიკების საქმიანობაში, არაკვალიფიციურობასთან ხომ გვაქვს საქმე?
დარწმუნებული ვარ ბოდიშს არავინ მოუხდის. ახალ სისულელეებს მოუგონებენ.
ბოლოს ირაკლი იმნაიშვილის კითხვა ვერ გავიგე, თქვენი რუკები მეზობლებთან პრობლემებს შექმნის და თუ გაქვთ გააზრებულიო? კაცმა გააკეთა, დრო დაკარგა, ხარჯები გასწია და დანარჩენზე სახელნწიფომ იფიქროს.
თქვენი არ ვიცი, ჩემგან მადლობა დავით ხიდაშელს და ამ საქმის ორგანიზატორსაც.
ახლა იქნებ დაინახოთ სხვაობა პოლიტიკოსებს შორის, ვინ ვინაა?!“

– წერს ამირან სალუქვაძე

კომენტარები