დათო არქანია: ბატონო შს მინისტრო! გოჩა გოგოხია პირსისხლიანი ჯალათია და არ დაუშვათ თანამდებობაზე მისი წარდგენა!
წალენჯიხის მკვიდრი, დათო არქანია “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში შს მინისტრს მიმართავს, მისი ძმის წამებაში მონაწილე გოჩა გოგოხიას თანამდებობაზე დანიშვნა არ დაუშვას. გთავაზობთ ინტერვიუს სრულ ვარიანტს:
სანდო წყაროსგან შევიტყვე, რომ ჩემი ძმის, ლაშა არქანიას წამებაში მონაწილე დაუნდობელ ჯალათს, გოჩა გოგოხიას დღე-დღეზე ძალოვან სტრუქტურაში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე – აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორად დანიშვნას უპირებენ. თუ მართლაც ასე მოხდება, იგი ყველაფერს იღონებს წამების აქამდე თაროზე შემოდებული საქმის გასაქრობად, იმ მოწმეების დასაშინებლად და გადასაბირებლად, რომლებმაც გოგოხია წამებაში ამხილეს. ჩემი ოჯახის წევრები კი, მისგან ახალი ფაბრიცირებული ბრალდებების მსხვერპლად იქცევიან! – ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი წალენჯიხის მკვიდრმა დათო არქანიამ:
-ნაცების რეჟიმის პერიოდში ჩემმა ოჯახმა უმწვავესი რეპრესია გადაიტანა. ამის შესახებ „ასავალ-დასავალი“ არაერთხელ წერდა.ჩემი ძმა – ლაშა არქანია სრულიად უმიზეზოდ დააპატიმრეს და გამოგონილი ტერორისტული აქტის აღიარება მოთხოვეს. ლაშამ გააცნობიერა, რომ სამშობლოს მოღალატის დამღას ვერ აცდებოდა,ამიტომ ცრუ ჩვენების მიცემას არ დათანხმდა, რის გამოც სასტიკად აწამეს. ამ ტრაგედიას მამაჩვენის სიცოცხლე შეეწირა. „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებული მასალების შედეგად, წამებაში მონაწილე რამდენიმე პირი ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლეს, მაგრამ მათი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.სხვა ჯალათები პირიქით – დააწინაურეს კიდეც.
– შეახსენეთ მკითხველს, როდის და რის გამო დააპატიმრეს თქვენი ძმა ლაშა არქანია?
– 2011 წლის 14 ივნისსსოფელ მუჟავას მკვიდრი ლაშა არქანია პოლიციელებმა – რუსლან აბულაძემ, ხატაბერ სამუშიამ და ილო სონგულიამ, სოსო აბაშიძემ -სახლიდან გამოიტყუეს და განყოფილების ნაცვლად, ენგურის პირას წაიყვანეს. იქ სასტიკად აწამეს – ხან მდინარეში ახრჩობდნენ, ხან – დაუნდობლად სცემდნენ და თან იღლიებში ანთებულ სიგარეტებს უქრობდნენ. თავიდან ლაშამ არც კი იცოდა, რომ პოლიციელებმა გაიტაცეს. ამას მაშინღა მიხვდა, როცა ჯალათებს წალენჯიხის პოლიციის მაშინდელი უფროსი – გოჩა გოგოხიაც შეუერთდა. სწორედ ის გოგოხია, რომელიც დღე-დღეზე მაღალ თანამდებობაზე დაინიშნება! მისი მითითებით, ლაშა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და წამება იქ გააგრძელეს. ჯალათებს განყოფილებაში შეუერთდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი კოხტა კოდუა და მისი თანაშემწე გიორგი სამუშია, გამომძიებელი ილუშა აქუბარდია და რეზო ლაზიშვილი.ლაშასგან მოითხოვდნენდაესახელებინა თანამონაწილეებად პირები, რომელთა ვინაობა მანამდე არც კი სმენოდა.სანაცვლოდ, სასათბურე პირობებში 2 წლით პატიმრობას აკმარებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრების ამოჟლეტით, მოხუცი დედის გაუპატიურებით და სამუდამო პატიმრობით ემუქრებოდნენ.ღამის11საათიდან დილის 6 საათამდე გრძელდებოდა წამება. ლაშა პერიოდულად, გონებას კარგავდა, ამიტომ არაერთხელ დასჭირდათ სასწრაფო დახმარების გამოძახება. ამასობაში, წამების ახალ-ახალ საშუალებებს იყენებდნენ: ორივე ყურზე ერთდროულად, გაშლილ ხელისგულებს ურტყამდნენ, სცემდნენ სათესლე ჯირკვლებზე, ხან, უკანა კარიდან გარეთ გაყავდათ, შუბლზე იარაღს ადებდნენ და დახვრეტის იმიტაციას უწყობდნენ. გოჩა გოგოხია დაყვიროდა – აღიარე ტერაქტი, თორემ ცოცხლად დაგწვავთ, შენ თუ არ დაასახელებ, მაშინ სხვებს ვაიძულებთ, ხელი შენ დაგადონო.
– თუმცა, ლაშა ტერაქტის კი არა, ნარკოტიკის მოხმარების ბრალდებით გაასამართლეს.
– ის ცხოვრებაში არასოდეს გაკარებია ნარკოტიკს. როდესაც ჯალათები მიხვდნენ, რომ ცრუ აღიარებით ჩვენებას ვერ მიიღებდნენ, ჩემს ძმას წყალში გარეული ჰეროინი დაალევინეს და ახალი ლეგენდა შეთხზეს, თითქოს სადღაც გამოქვაბულში ნარკოტიკს და იარაღს წააწყდა. ამ ვერსიის თანახმად, ლაშამ თურმე ჰეროინი გაიკეთა, იარაღი აისხა დაპოლიციამ მაშინღა დააკავა, როცა ავტომატმოკიდებული სოფლის ცენტრში, ლამპიონის ქვეშ იდგა. – თუ არც ამ ვერსიას აღიარებ, აუცილებლად გაგაუპატიურებთო – უთხრა გოჩა გოგოხიამ, თან დედა შეაგინა და პრეზერვატივწამოცმული „დუბინკა“ ცხვირწინ აუთამაშა. ლაშა იძულებული გახდა, ეს ცრუბრალდება ეღიარებინაიმ იმედით, რომ სასამართლოზე გაიტანდა თავის სიმართლეს. სასამართლოზე მოულოდნელად, მაისური გაიძრო და საზარელი წამების კვალი გამოაჩინა. ჯალათები უტიფრად შეეცადნენ, იარები ცხენიდან ჩამოვარდნის შედეგად გაესაღებინათ. მაშინ გაუვიდათ – ლაშას 13 წელი მიუსაჯეს! სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიცია იმ პერიოდში გადაჭარბებით ასრულებდა სააკაშვილის შეკვეთას – მიყოლებით ქმნიდა ლეგენდებს ტერორისტებზე. მათთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, უდანაშაულო იყო თუ არა პირი, ვისაც ტერორიზმის ბრალდებით ჩასვამდნენ ,სამაგიეროდ, რეჟიმი ამერიკელი პატრონების წინაშე თავს იწონებდა.გოჩა გოგოხია არქანიების საქმის გაყალბების სანაცვლოდ სააკაშვილმა გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა!
– ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგაცარ მოკითხეს ლაშას წამების გამო?
– ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ლაშა ამნისტიით გათავისუფლდა. კოაბიტირებულმა ნაცებმა ყველაფერი იღონეს, რომ მისი სახელი პოლიტპატიმართ სიიდან ამოეშალათ. იმ პერიოდში გოჩა გოგოხია სასაზღვრო პოლიციაში მუშაობდა. „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ, მისი ჯალათობის მამხილებელ მასალებს ხელისუფლებამ გვერდი ვერ აუარა და იძულებულნი გახდნენ, დროებით, კადრების განკარგულებაში გადაეყვანათ. ახლა ძალოვან ორგანოებში შემორჩენილმა ნაცებმა ეტყობა ჩათვალეს, რომ გოგოხიას მიერ ჩადენილი ადამიანების წამების უმძიმესი დანაშაულები საზოგადოებას მიავიწყდა და მისი პიროვნება ახალ თანამდებობაზე წამოსწიეს. მინდაისევ „ასავალ-დასავალის“ ფურცლებიდან მივმართო ამჯერად შს მინისტრ გიორგი გახარაიას – ბატონო მინისტრო! ამ ხელისუფლებაში თქვენ პატიოსანი ჩინოვნიკის იმიჯი გაქვთ. არ გამოვრიცხავ, მართლაც არაფერი იცოდეთ გოჩა გოგოხიას წარსული საქმიანობის შესახებ.
ის ფაქტი, რომ გოგოხიას ადამიანების წამების გამო აქამდე ბრალი არ წარდგენია, ჩვენს სახელმწიფოში გაბატონებულ ტოტალურ უსამართლობაზე მიანიშნებს. თუ აქამდე არ იცოდით, ახლა საჯაროდ გეუბნებით – გოჩა გოგოხია
პირსისხლიანი ჯალათია და არ დაუშვათ თანამდებობაზე მისი წარდგენა! სამართლიანობის აღუდგენლობის გამო ისედაც მბორგავ სამეგრელოს საზოგადოებას უკმაყოფილებისთვის დამატებით საფუძველს ნუ მისცემთ და მამაკაცების გამაუპატიურებელი სექტის თვალსაჩინო ყოფილ ლიდერს ხელში ძალაუფლებას ნუ ჩაუგდებთ!
ესაუბრა ზაზა დავითაია
წყარო: “ასავალ-დასავალი”