დათო ლიკლიკაძე – „ჩემს მეგობარს კოვიდი დაუდასტურდა – ერთი დღე არ უვლია პირბადის გარეშე, ჩანთიდან ფულს პინცეტით“

-„ჩემს უახლოეს მეგობარს, რომელსაც ერთი დღეც არ უვლია პირბადის გარეშე, პირბადე უკეთია სახლშიც და მანქანაშიც, როცა მარტოა. ასევე მაღაზიაში რომ მიდის გამჭვირვალე ფარიც ადევს ზემოდან, რეზინის ხელთათმანებსაც არ იშორებს და ჩანთიდან ფულს პინცეტით იღებს. მარკეტის კარებს ბეჭით აღებს. სახლში მიტანილ ბანანს ამ დრომდე სარეცხ ჟელეში რეცხავს და ისე აწყობს მაცივარში. იტალიიდან რომ ჩამოვედი, ორი თვე გამარჯობასაც არ მეუბნებოდა. სახლში არავის უშვებს და არც თვითონ მიდის სხვასთან, ხელების საპნით დაბანის დროს ორჯერ მღერის საქართველოს ჰიმნს და მერე იმშრალებს,- დღეს კოვიდი დაუდასტურდა. აი, მომკალით და ველოდებოდი ამ დღეს, გული მიგრძნობდა“, – წერს ჟურნალისტი, დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში.

საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევიდან 366 თბილისში დაფიქსირდა

აჭარაში 286 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (გუშინ – 189 იყო), იმერეთში – 104 (გუშინ 150 იყო); სამეგრელო ზემო-სვანეთი – 57 (გუშინ 3 იყო); ქვემო ქართლში – 44; შიდა ქართლში – 21; კახეთსა და გურიაში – 13. მცხეთა მთიანეთი – 11; სამცხე ჯავახეთი – 3, რაც შეეხება რაჭა ლეჩხუმს, იქ ერთი შემთხვევა დადასტურდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 14 440 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7 367 ადამიანი, გარდაიცვალა 113 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5590 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები