დაიწყო თუ არა ქვეყანაში პანდემიის მეორე ტალღა? – „ყველგან არის ერთადერთი თხოვნა, მოთხოვნა, წესი“

ჟურნალისტების შეკითხვაზე, – დაიწყო თუ არა ქვეყანაში პანდემიის მეორე ტალღა?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ უპასუხა:

-„მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ჩვენ პირველი ტალღაც არ გვქონია ისეთი, როგორიც ქვეყნების უმრავლესობას ჰქონდა.  ამას მეორე ტალღას დავარქმევთ, თუ პირველ ნახევარს, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, -კორონა გრძელდება. როგორც ვხედავთ, გეოგრაფიულად, თბილისის, სვანეთი, ყაზბეგი, ქობულეთი, კორონა არის ყველგან.  ყველგან არის ერთადერთი თხოვნა, მოთხოვნა, წესი: – ნიღაბი დახურულ სივრცეში, დისტანციის მაქსიმალურად დაცვა, თუ ღია სივრცეში არ შეგვიძლია დისტანციის დაცვა, იქაც გამოვიყენოთ ნიღაბი. კორონა ასე თითოოროლა მაინც იქნება, მაგრამ თუ ამას არ დავიცავთ, ინფიცირების შემთხვევები იქნება ბევრი“.

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  მონაცემები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 321 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი, განკურნებულთა რაოდენობა სულ 1088-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 5 97 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 261.

კომენტარები