დაკავებული ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დაკითხვის ფრაგმენტების ვიდეოჩანაწერი

ბელარუსის სახელმწიფო მედიამ დაკავებული ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დაკითხვის ფრაგმენტების ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადაც ჟურნალისტი ამბობს, -ოპოზიციის მოწოდებები ქუჩის პროტესტებისადმი საჭირო არ არის.

-„ახლა ასეთი აქტივობა შეუძლებელია. როდესაც ვილნიუსში ვიყავი, ღიად ვთქვი, -ქუჩის პროტესტები საჭირო არ არის. ჩვენ სულ მცირე უნდა დაველოდოთ ეკონომიკური ვითარების გამწვავებას, როცა ხალხი ქუჩაში წვნიანის ჯამის მოთხოვნით გავა“, – ამბობს პროტასევიჩი ვიდეოჩანაწერში.

ტელეგრამ არხის Nexta-ს თანადამფუძნებელი რომან პროტასევიჩი 23 მაისს დააკავეს. ათენიდან ვილნიუსში მიმავალი „რაინეარის“ რეისი, რომლის ბორტზეც ჟურნალისტი იმყოფებოდა, ბელარუსის ხელისუფლებამ მინსკის აეროპორტში იძულებით დასვა.

კომენტარები