დალაი-ლამა: საკუთარ რისხვას ამგვარად თუ არ მოერევით, ის თავად დაგძლევთ და დაგტანჯავთ!
ერთ-ერთ შეკრებაზე ინდოეთში, დალაი-ლამას ტიბეტელმა სტუდენტმა კითხვა დაუსვა – როგორ დავძლიოთ რისხვა ჩვენს ყოველდღიურობაში?
დალაი-ლამამ დაიწყო ერთი ისტორიით, რომელიც მის მძღოლს შეემთხვა: „დაახლოებით 1957 წელს, მე ერთი ავტომანქანა მქონდა, რომელიც ჩემამდე მე-12 დალაი-ლამას ეკუთვნოდა. ეს მანქანა ზოგჯერ ფუჭდებოდა და ერთხელაც ჩემი ინდოელი მძღოლი მის შეკეთებას შეუდგა. როდესაც ის მანქანის ქვეშ იწვა, დაკავებული შეკეთებით შემთხვევით თავი მანქან აარტყა, ის ისე განაწყენდა, რომ საკუთარი სურვილისამებრ კიდევ რამოდენიეჯერ აარტყა მანქანას თავი; და რა მიზეზით? ის ხომ სწორედ იმიტომ განაწყენდა, რომ მანქანას აარტყა თავი? რა უაზრო იყო კვლავ და კვლად თავის არტყმა..
ჩვენც ხომ ხანდახან გვემართება ხოლმე მასე?“
დალაი-ლამა გვირჩევს, რომ უპირველეს ყოვლისა, ყურადღება რისხვის გამოვლენის მიზეზებს მივაქციოთ. მისი აზრით რისხვის წარმოქმნის მიზეზი – შიშებია. შიშები გამოიწვევენ უკმაყოფილებას და რისხვას. მუდმივ უკმაყოფილებაში და განრისხებულ მდგომარეობაში ყოფნა კი, ანადგურებს ჩვენს იმუნურ სისტემას. ჯანსაღი სხეულისთვის ჯანსაღი, დამშვიდებული გონება უნდა გვქონდეს. რისხვა ჩვენს გონებას მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებს.
„რისხვას არ ძალუძს ჩვენი პრობლემების გადაწყვეტა, ის მხოლოდ ამწვავებს მათ“.