დალი ავაგუმაშვილი: ხელმოცარული ადამიანებისთვის შვების მიცემაში და წარმატებულად მათ გარდაქმნაში მაღალი ძალები მეხმარებიან!
ეს საკითხი კაცობრიობისთვის ოდითგანვე აქტუალური იყო, ხოლო თემა მუდმივი განხილვის და ძიების საგნად რჩება.
საკუთარი ცხოვრების დაულაგებლობას, ადამიანი ჩვეულებრივ, გარე ფაქტორებს აბრალებს, პრობლემას გარეთ ეძებს და არა საკუთარ თავში. არადა, ნებისმიერი ამოცანის ამონახსნი უპირველესად, ჩვენსავე განწყობასა და საქციელში იმალება.
ამბობენ, რომ ადამიანზე არაფერია დამოკიდებული, უმჯობესია ის უბრალოდ, ცხოვრებისეულ დინებას მიყვეს. ამ აზრს ზოგი ეთანხმება, ზოგი კი – არა.
ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი სამყარო, არამხოლოდ მატერიალური რეალობითაა შემოფარგლული, არამედ, მისი განუყოფელი ნაწილი – სულიერი, მისტიკური, ღვთაებრივია.
თუ ადამიანი ამ ჭეშმარიტებას გაითვალისწინებს და გაითავისებს, მაშინ დაინახავს, რომ ცხოვრებისეული სიტუაციები თავად ადამიანზეა დამოკიდებული და მოწესრიგებას ექვემდებარება. ორივე განუყოფელი ნაწილის გათვალისწინებით და შერწყმის შემდგომ, ადამიანი მიხვდება, რომ ცხოვრება მშვენიერია.
ცნობილი ქართველი ენერგოკორექტორი დალი ავაგუმაშვილი რა ხანია გზააბნეულ და ხელმოცარულ ადამიანებს ამ კოსმიური ცოდნის გამოყენებით ეხმარება. როგორ ახერხებს? სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ ნაძალადევის უბანში, მის მყუდრო სახლში მივაკითხე:
– ქალბატონო დალი, თავად რას არქმევთ თქვენს ფუნქციას?
ვცდილობ, უფლის დახმარებით, ხალხს უარყოფითი ენერგიებისგან აურა გავუსუფთავო.. ენერგოკორექციით ვარ დაკავებული.
– როდის აღმოაჩინეთ ეს უნარი?
მას შემდეგ, რაც ღვთისმშობლის ხატი ჩამომიტანეს. პირველი თვალსაჩინო მაგალითები 1977 წლიდან გახდა შესამჩნევი.
ხელმოცარული ადამიანებისთვის შვების მიცემაში და წარმატებულად მათ გარდაქმნაში მაღალი ძალები მეხმარებიან. მხოლოდ ლოცვებით და ქრისტიანული მიდგომით ვახერხებ ადამიანის დეპრესიიდგან და უარყოფითი ენერგიისგან გასუფთავებას, მის იმგვარად გარდაქმნას, რომ სიცოცხლე ყოველდღიურად უხაროდეს. ემ მისიას მე დიდი ენერგიის გაღების ხარჯზე ვასრულებ, თუმცა ჩემში ენერგია უფლის მადლით, მალევე თავად ივსება.
– ვთქვათ, ადამიანს ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს სხვადასხვა სფეროში. კონკრეტულად როგორ ეხმარებით?
ჩემთვის მნიშვნელოვანია ადამიანთან პირადი ურთიერთობა, პირისპირ გასაუბრება. დახმარება რომ შევძლო, მისი ნდობაა საჭირო. მხოლოდ ასეთ მდგომარეობაში მომდის ამ პიროვნებასთან დაკავშირებული ხედვები. კონკრეტულად, ადამიანის დანახვისას მ ვხვდები, თუ როგორი ფორმა უნდა ავირჩიო. ინტუიციურად ვმუშაობ, ამავდროულად, „ზევიდან“ მეუბნებიან მნიშვნელივან ინფორმაციას და მკარნახობენ, როგორ ვიმოქმედო.
– რა უნდა გამოასწოროს ადამიანმა იმისთვის, იღბლიანი რომ გახდეს?
უიღბლობას არასწორი ცხოვრების წესი განაპირობებს, რომელიც კოსმოსთან ჰარმონიაში არ არის. ამის გამოსასწორებლად აუცილებელია, ადამიანმა საკუთარი თავი გაუხსნას უფალს, მისგან ენერგიის მისაღებად, ამისთვის კი, საჭიროა, გონებაში უფალი დააყენოს პირველ ადგილზე და მერე ყველაფერი დანარჩენი.
– ძირითადად, რა პრობლემის გამო გაკითხავენ?
ადამიანებს ძირითადად, ეკონომიკური მდგომარეობა აწუხებთ, მუდმივად ფიქრობენ, სად იშოვონ ფული. სამწუხაროდ, ისინი საზრდოს კი არა, ფულს ნატრობენ ხოლმე, თუმცა ცხოვრება ფულით არ ისაზღვრება. შეჭირვებულების გარდა, მოდიან ოჯახური პრობლემებით, პირად ცხოვრებაში წარუმატებლობით შეწუხებული ადამიანები.
– რატომ არ იხსნებიან ისინი კოსმოსისთვის? რატომ არიან ჩაკეტილნი თავიანთ მატერიალურ სამყაროში?
– ხალხში უფლის სიყვარულია დაკარგული. არადა, თუ ადამიანი ღმერთის მიმართ ყოველდღიურად მადლიერებით განიმსჭვალება, გულწრფელად შეწირავს მადლობას იმ მცირედისთვისაც, რაც მას მოცემულ მომენტში გააჩნია, სულ მალე, თავადაც განცვიფრებული დარჩება, იმდენ ახალ წყალობას მიიღებს! ადამიანების მთავარი პრობლემა – უმადურობაა. ისინი ვერ ამჩნევენ, ყოველდღიურად, მათთვის რამდენ რამეს აკეთებს უფალი. ღმერთის მიმართ მადლიერების გამოხატვა მისგან უფრო მეტი მადლის მიღების წინაპირობაა. დამიანებმა უფალთან კავშირის დაკარგვის გამო მხოლოდ იზარალეს. თუ ამ კავშირს დროულად არ აღადგენენ, ინდივიდუალური პრობლემების გარდა, უკვე საზოგადოებას, კაცობრიობას დაუდგება განსაცდელი, დაუნდობელი კატაკლიზმების სახით.
– რას ფიქრობთ ასტროლოგიაზე?
დადებითად ვარ ასტროლოგიის მიმართ განწყობილი. ვაღიარებ, რომ ასტროლოგიის ცოდნა უამრავ შესაძლებლობას ააქტიურებს, თუმცა თავად ასტროლოგიას არ ვეყრდნობი – ჩემთვის არ არსებობს ამისი აუცილებლობა. ვაკეთებ იმას, რისი უნარითაც ღმერთმა დამაჯილდოვა.
ესაუბრა მაია ხვედელიძე