დამაფიქრებელ ამბავს მოგიყვებით – მერაბ კაჭახიძე:

 – მ„იმ ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობის გარშემო ატეხილმა ხმაურმა და აჟიოტაჟმა, დაკავებულთა ოჯახის წევრების(მშობლების) ახლობლების და მათი ადვოკატების ნათქვამსაქციელმა(აღარაფერს ვამბობ პოლიტიზირებულ სახე დაკარგულ მედიაზე)ერთი ჩემი ბავშვობის დროინდელი ამბავი გამახსენა.
ქუთაისში გასული საუკუნის 70 – იან წლებში მოხდა შემდეგი ფაქტი. ერთერთი რესტორნის მესვეურებს, იქვე რესტორანთან უპატრონო ძაღლებისპიტომნიკივითქონდათ მოწყობილი, მართლაც ბევრ უპატრონო ძაღლს კვებავდნენ რესტორნის ნარჩენებით, თუმცა უეცარმა რევიზიამ აღმოაჩინა, რომ მასიურად არა, მაგრამ შიგა და შიგ მენიუში ძაღლის ხორცსაც აპარევდბენ.
რა თქმა უნდა დამნაშავენი დააკავეს, მაგრამ მათი ოჯახის წევრები და თუნდაც ადვოკატები საქვეყნოდ კი არ გაჰკიოდნენ, ჩვენი კლიენტები ანგელოზები და უდანაშაულონი არიანო.
არა ჩემო ბატონო, ზუსტად არ მახსოვს სამი თუ ოთხი იყო ამ საქმეზე დაკავებული და ოთხივეს ოჯახს თხოვნა ქონდა პროკურატურასთან და სასამართლოსთან. თანახმა იყვნენ ნებისმიერ სასჯელზე, ოღონდ ეს საქმე არ გახმაურებულიყო პრესით და ტელევიზიით, რადგან სხვანაირად ქუთაისიდან გასახლება მოუწევდათ.
იმიტომ კი არა მიუვარდებოდნენ და გადაწვავდნენ, ან ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ. არა, უბრალოდ ქალაქში მათ გამარჯობას არავინ ეტყოდა და ზედაც არ შეხედავდნენ.
ახლა თქვენ განსაჯეთ რომელი რა მორალის მატარებელი იყო და არის კომუნისტების დროინდელი თუ დღევანდელი, .. დემოკრატიული საზოგადოება?!
სიტყვის და გამოხატვის უფლებამ და თავისუფლებამშეიწირა მორალიც და ქცევის წესებიც.
არადა სიტყვის თავისუფლებაც მორალზე უნდა გადიოდეს. პირველ რიგში სიტყვა უნდა გეთქმოდეს, ანუ საქციელიდან და ნაკეთებიდან გამომდინარე უფლება გქონდეს, გამოხვიდე და საქვეყნოდ იქადაგო თუ ამტკიცო რაღაცეები?!
გმადლობთ და უკაცრავად.

პეტრეპავლობას გილოცავთ, მრავალს დაგასწროთ უფალმა– წერს მერაბ კაჭახიძე

 

კომენტარები