„დამილოცნიხართ შვილო ჩემო-თქო, გადაეცით ნიკა მელიას ჩემგან.როგორც ჩანს, მელიას უჭირს და ამას დიდი ღვთისმოსაობა არ სჭირდება“

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში 360 გრადუსი“ განაცხადა:

„დამილოცნიხართ შვილო ჩემო-თქო, გადაეცით ნიკა მელიას ჩემგან.

როგორც ჩანს, მელიას უჭირს და ამას დიდი ღვთისმოსაობა არ სჭირდება. დამილოცნიხართ შვილო ჩემო-თქო, გადაეცით ნიკა მელიას ჩემგან. მაგას არ სჭირდება დიდი შემწყნარებლობა, რომ მაგის გადაბიჯება შეძლო. უნდა გესმოდეს პასუხისმგებლობა, თუ ხელისულებაში მოდიხარ, ქვეყანას წინ როგორ წაიყვან – ამაზეა ლაპარაკი და არა რაღაც პატარა, პირად ბოღმებზე. კორცხელის ამბავი უმნიშვნელო კი არ იყო, ძალიან ცუდი ამბავი იყო, როდესაც ხელისუფლება კრიმინალებს ან სპორტსმენებს იყენებს არჩევნების ჩასაშლელად. ოღონდ იმიტომ კი არ არის მტკივნეული, რომ ჩვენ ხელი მოგვხვდა, ჩვენზე უფრო ბევრად, იქ სხვა ხალხიც დაზიანდა. სერიოზული დაზიანებით საავადმყოფოში მოხვდნენ, მათ შორის, პოლიციელი და ჩვენი რამდენიმე მომხრე. თუ ვინმეს აქვს არსაპატიებელი ან საპატიებელი ისინი არიან და არა მელია და მე, რომლებიც დეპუტატები ვართ და ბევრად უფრო დაცულები ვართ ზოგადად. მაგრამ, მაგასაც თავი რომ დავანებოთ, პრობლემა არის წინ. რა იქნება ცხოვრებაში და ქვეყანაში“.

ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა:

„შეიძლება ბოკერია მეტისმეტად მიმტევებელი გახდა, რაც უფლის გზას შეუდგა და სულის ცხონებისთვის მზადაა აპატიოს მას, ვინც წიხლქვეშ გაიგდო კორცხელში, მაგრამ მე პირადად არ ვაპირებ კორცხელის „გმირებისთვის“ რაიმეს პატიებას და ვერც მოვატყუებ. იმიტომ კი არა, პირადად მე რომ შემეხო მათი ძალადობა, არამედ იმიტომ რომ მათ მოსახლეობაზე იძალადეს,იძალადეს ბევრჯერ, სხვადასხვა ქალაქებში, და რაც მთავარია, თუ მოძალადეები არ დაისაჯნენ, ძალადობას გააგრძელებენ როგორც ისინი, ისე მათი დაუსჯელობით წაქეზებული სხვა მოძალადეები“.

 

კომენტარები