დამოუკიდებელი დეპუტატები და ანრი ოხანაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, გიორგი მიქაუტაძის მოსმენა გაიმართა.

დამოუკიდებელი დეპუტატები და კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

დეპუტატებმა ითხოვეს ნებართვა, რომ გიორგი მიქაუტაძისთვის შეკითხვა მოსმენაზე მყოფ თბილისის საკრებულოს წევრს, ვატო შაქარაშვილს დაესვა.

ანრი ოხანაშვილმა დეპუტატებს უთხრა:

„არსებობს პარლამენტის მიერ შემუშავებული წესები, რომლის მიხედვითაც წერილობით უნდა მიმართოს მოქალაქემ და კომიტეტის თავმჯდომარე გაახმოვანებს შეკითხვას: თუ ჩემი გახმოვანებული არ გინდათ, მაშინ გადასცეს [კითხვა] დამოუკიდებელ დეპუტატებს”.

მიკროფონი დეპუტატმა ლევან კობერიძემ ჩართო და ვატო შაქარაშვილს მიმართა:

„მისულიყო და კითხვა “გადაეცა დეპუტატებისთვის მიკროფონში”.

ანრი ოხანაშვილმა დამოუკიდებელ დეპუტატებს მოუწოდა, რომ “ცირკს ნუ აწყობდნენ”.

ლევან გოგიჩაიშვილა უპასუხა:

„ზონდერ მოსამართლეებს ნუ იცავ!“.

 

კომენტარები