დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძიება თავისუფლების მოედანზე გაიმართება

ხვალ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძიება თავისუფლების მოედანზე გაიმართება. ახალწვეულები საზეიმო ფიცს ქვეყნის მთავარსარდლის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინაშე დადებენ.

ფიცის დადების ცერემონია ზუსტად 12:00 საათზე დაიწყება. დღის განმავლობაში იგეგმება ასევე, სხვადასხვა გასართობი ღონისძიება.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა საღამოს კონცერტით დასრულდება.

კომენტარები