დანიელე დე როსი “ბოკა ხუნიორსში” ითამაშებს

დანიელე დე როსი არგენტინულ “ბოკა ხუნიორსში” ითამაშებს.

დე როსის ბუენოს-აირესში გადასვლას განაპირობებს ის, რომ რომ “ბოკას” სპორტული დირექტორი ნიკოლას ბურდისო მისი ყოფილი თანაგუნდელია.

დანიელეს ძალიან მოსწონს სტადიონ “ბომბონერას” ატმოსფერო და “ბოკას” მაისურით მოთამაშე დიეგო მარადონა.

“არ შემიძლია კარიერა ისე დავასრულო, რომ “ბოკაში” არ ვითამაშო”, – აცხადებს დე როსის ბურდისო.

დე როსიმ მთელი კარიერა “რომაში” გაატარა. მან კლუბი 2018/19 წლების სეზონის ბოლოს დატოვა. ფრანჩესკო ტოტის შემდეგ რომაული კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი
-0:08
თამაში დე როსის აქვს ჩატარებული.

კომენტარები