დანილა კოზლოვსკიმ საქართველოში მომაკვდავი ლეკვი გადაარჩინა
მსახიობმა ახალი ოთხფეხა მეგობარი ჩამოიყვანა მოსკოვში და მას „თბილისო სიყვარულო“ დაარქვა.
მსახიობი დანილა კოზლოვსკი მისდა მოულოდნელად კიდევ ერთი ძაღლის პატრონი გახდა, რასაც ის ღვთის საჩუქარს უწოდებს. პატარა ლეკვს ის საქართველოში მივლინების დროს შეხვდა. კოზლოვსკი ავტომობილით მოძრაობდა, როცა დაინახა მის საპირისპიროდ გზაზე მოლასლასე მისუსტებული ლეკვი.
„თავს შევუძახე: არ ჩახვიდე, შენ უკვე გყავს „გრუშა“, ნაპოვნი (უფრო სწორად, მოცემული ზენაარისგან) ორიოდე წლის წინ, სწორედ ამ მიდამოებში. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩავდივარ. შევხედეთ ერთმანეთს და მივხვდი, რომ ამ პატარა გოგოს იქ არ დავტოვებდი (მე როგორც დიდმა სპეციალისტმა, ლეკვის სქესი იქვე უმალ დავადგინე, თუმცა, მოგვიანებით, ვეტერინარულ კლინიკაში გაირკვა, რომ ბიჭი ყოფილა)“, – წერს კოზლოვსკი.
თავის კოლეგასთან ერთად მსახიობი ერთხანს აკვირდებოდა ლეკვს, თუ როგორ სვამდა წყალს გუბიდან, შემდეგ ლეკვი მივიდა კოზლოვსკისთან, ფეხებთან წამოუწვა და ქვემოდან შეხედა თვალებში.
ლეკვი ვეტერინართან მიიყვანეს, სადაც გაირკვა, რომ ის ორ კვირაში შეიძლებოდა ანემიით მომკვდარიყო. დანილამ ყველა ღონე იხმარა, რომ ძაღლი არ დაღუპულიყო, ჩაუტარა უამრავი პროცედურა, შემდეგ გააფორმა დოკუმენტები, რათა ლეგალურად გაეყვანა ცხოველი საქართველოდან. ახლა ამ „ბიჭს“ მის ოფისში ძინავს თბილ ხალიჩაზე და ახარებს ყველას თავისი უშუალობითა და სიკეთით.
წყარო: tvzvezda.ru