დარბაზში გარდაცვლილი მამა და საქართველოს ჩემპიონი

ახალგაზრდებს შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს პირველობა დასრულა.

ლუკა მარიამიძე 74 კგ. კატეგორიაში გამოდიოდა, რამდენიმე შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში გააღწია.

ნახევარფინალში ჭიდაობისას მას ტრიბუნებიდან მამა ქომაგობდა, რომელიც მოულოდნელად გულის შეტევით აგარდაიცვალა.

ლუკამ ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.  პირველ მარტს ფინალური შეხვედრები გაიმართა. მოულოდნელად, დილით დარბაზში მარიამიძე გამოცხადდა და განაცხადა, რომ ის აუცილებლად იჭიდავებდა.

ლუკა საღამოს ხალიჩაზე გავიდა, სუფთა გამარჯვება იზეიმა  და ქვეყნის ჩემპიონი გახდა.

ლუკა მარიამიძე ჭაბუკთა ნაკრების წევრი იყო, ახლა კი ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში მოხვედრა გაინაღდა.

 

წყარო:CrystalSport

კომენტარები