“დარბიხართ ყველა და პოლიტიკურ კითხვებს სვამთ და თუ გინდათ, ჭყონდიდში ჩამოდით სულიერებისთვის” – მეუფე სტეფანე:

„ჭყონდიდის ეპარქიის სკანდალურობა უნდა დასრულდეს. დარბიხართ ყველა და პოლიტიკურ კითხვებს სვამთ და თუ გინდათ, ჭყონდიდში ჩამოდით სულიერებისთვის. სკანდალურობა ყველასგან იყო, ვიღაცას აინტერესებდა, ვიღაცამ აიტაცა და გააშუქეს, როგორც აწყობდათ. მე არ ვაპირებ, სკანდალურობის პროპაგანდას. იქ უნდა ვიყო წყნარად და მშვიდად. სკანდალურობაში მეუფე გრიგოლი არაფერ შუაშია, მეუფე მსხვერპლი იყო ამ სიტუაციისა. მას თავის ეპარქია ჰქონდა. დროებით იყო, ვიდრე ვინმე გამოიძებნებოდა”, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

კომენტარები