დარია პოლიგაევას საინფორმაციო გამოშვების დრო წინ ქართული ღვინო ედგა

დამოუკიდებელი რუსული ტელეარხის, „დოჟდის“ (Дождь) წამყვანს, დარია პოლიგაევას 9 ივლისის საინფორმაციო გამოშვების დრო წინ ქართული ღვინო ედგა. გადაცემაში მან საქართველოსთვის სანქციების შესაძლო დაწესებაზე ისაუბრა.
9 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგია. „ამას არ გავაკეთებდი ზუსტად ქართველი ხალხისადმი პატივისცემის გამო“.
რუსეთის სახელმწიფო დუმამ ერთხმად მიიღო განცხადება „საქართველოში ანტირუსულ პროვოკაციებთან დაკავშირებით შესაძლო დამატებითი ეკონომიკური ზომების შესახებ“.
საუბარია რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეტანის აკრძალვაზე.
„რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმის დეპუტატები კატეგორიულად გმობენ განუწყვეტელ ანტირუსულ პროვოკაციებს საქართველოში და აღნიშნავენ, რომ ამ ქვეყნის რადიკალური ძალების ღია თავდასხმები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომ დეგრადაციას გამოიწვევს“, – ნათქვამია დეპუტატების განცხადებაში.

კომენტარები