“დარქნეტში” ყალბი კოვიდ-პასპორტებითა და ვაქცინებით ვაჭრობენ, ფასები 500-დან 750 დოლარის ფარგლებში მერყეობს
BBC-ის ინფორმაციით, კომპანია Check Point –ის სპეციალისტებმა, რომლებიც კიბერუსაფრთხოებით არიან დაკავებულნი, “დარქნეტში” (რესურსების ანონიმურ ქსელში) აღმოაჩინეს სივრცეები, რომლებიც COVID-19—ის საწინააღმდეგო ვაქცინებითა და ცრუ-პასპორტებით ვაჭრობენ.
როგორც ირკვევა, ამ დროისათვის ასეთ განცხადებათა რიცხვი 1200-ს აჭარბებს.
ფასები 500-დან 750 დოლარის ფარგლებში მერყეობს AstraZeneca, Sputnik, Sinopharm და Johnson&Johnson-ის ერთი ნემსისთვის.
ყალბი კოვიდ-პასპორტის ფასი კი ანონიმური მოვაჭრეებისთვის 150 დოლარს შეადგენს.
Check Point –ის სპეციალისტების განცხადებით, მოვაჭრეები მრავლად არიან როგორც აშშ-ში, ასევე ბრიტანეთში, ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთსა და რუსეთში.
თინათინ გოცაძე
წყარო: mkurnali.ge