„დარჩა ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, რომელსაც ქვეყნის დანგრევა“-ფრიდონ ინჯია

საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა:

-„ძალიან სასიამოვნოა, -პარლამენტში ვხედავ ოპოზიციის ნაწილს, რომელსაც აღმშენებლობა სურს. მათ შორის, ჩემი ბევრი მეგობარია. გუშინდელ პარლამენტს აკლდა არმაზ ახვლედიანის, ბადრი ჯაფარიძისა და ანა ნაცვლიშვილის ხმები. ამას ვამბობ მათი იმ გამოსვლებიდან გამომდინარე, რასაც მე დღეს მოვუსმინე. საქართველოში კანონი და სამართალი სათანადო დონეზე რომ ყოფილიყო, ან ყველასთვის ერთი კანონი ყოფილიყო, დღეს ჩვენ ეს მდგომარეობა არ გვექნებოდა. დარჩა ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, რომელსაც ქვეყნის დანგრევა უნდა. სხვანაირად, ვერ წარმომიდგენია მათი გარეთ ყოფნა და სრულიად გაუგებარი მოთხოვნების ქონა. ახლა მთავარია, ბოლომდე მივიყვანოთ ის, რაზეც ხელი მოვაწერეთ“.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში მივიდნენ.

კომენტარები