„დარწმუნებული ვარ თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში მინიმუმ 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მოტანა შეუძლია. ეს არის მიხეილ სააკაშვილი“ – ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა:

-„დენის ტარიფის გაძვირება პირდაპირ კავშირშია ლარის კურსთან, მაგრამ ვინ მიიყვანა ლარი ამ მდგომარეობამდე. ეს ხალხი რომ არ იყოს ხელისუფლებაზე ასე არ იქნებოდა. მათ შორის არ დაგვავიწყდეს, რომ სანამ მე და თქვენ ვსაუბროთ ციხეში გამოკეტილი ჰყავთ კაცი, რომელსაც დარწმუნებული ვარ თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში მინიმუმ 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მოტანა შეუძლია. ეს არის მიხეილ სააკაშვილი, მას უკრაინაშიც ამ მიმართულებით იყენებდნენ და ამ წუთებში 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია სააკაშვილის სახით, ციხეში ზის. სააკაშვილის პატიმრობა ნიშნავს, რომ 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, რომელსაც შეუძლია 200 000-მდე სამუშაო ადგილი შექმნას საქართველოში, ჰყავთ მძევლად აყვანილი. ქვეყანაში ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები არიან ადამიანები, რომლებსაც წარმოდგენა ამ მიმართულებით და გამოცდილება არ აქვთ. კარგად უნდა გავიაზროთ, რომ სააკაშვილი ინვესტიციების მოზიდვის და რეფორმების მიმართულებით აღიარებულია არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული რეფორმატორია. იმის ნაცვლად,  რომ ამ ადამიანის ტვინს, გამოცდილებას, კონტაქტებს და შესაძლებლობებს ვიყენებდეთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ვხედავთ, რომ ქართველების ხელით რუსეთს ჰყავს გამოკეტილი ტყვეობაში“.
კომენტარები