„დარწმუნებული ვარ, რომ მოიძებნებიან ღირსეული ინვესტორები, რომლებიც შეკრავენ ამ პროექტის დაფინანსებას“

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა:

„ანაკლიის პორტის პროექტი საკმაოდ მიმზიდველია, მათ შორის კომერციულადაც.

საქართველოში ბოლო წლებში საკონტეინერო ტვირთები ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება.

წელს არის რეკორდული, 40 პროცენტიანი ზრდა კონტეინერების გადაზიდვებში. აქედან გამომდინარე, პროექტის მიმზიდველობა ეჭვქვეშ არ დგას. ეს სტრატეგიული პროექტია და სახელმწიფომ ძალიან ბევრი რამ აიღო თავის თავზე, რომ პროექტი კიდევ უფრო მიმზიდველი და ნაკლებრისკიანი იყოს ინვესტორებისთვის.

დარწმუნებული ვარ, რომ მოიძებნებიან ღირსეული ინვესტორები, რომლებიც შეკრავენ ამ პროექტის დაფინანსებას. ჩვენთვის ეს პროექტი არის სტრატეგიული და მას საფრთხე არ ემუქრება. კონსტიტუციით არის ცნობილი, როგორც სტრატეგიული პროექტი. ჩვენ ასეთი უპრეცედენტო მხარდაჭერა სხვა პროექტის მიმართ არ გამოგვიხატავს.   აქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ, რომ აღნიშნული პროექტი  საფრთხის ქვეშ დგებოდეს“.

კომენტარები