დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი პროპაგანდისტული ფინტები არასამთავრობოების ოფისებში იწერება.

გია გაბრიჩიძე : 

ნაცებმა პიარისთვის ბოლშევიკებისგან პროპაგანდისტული ბრძოლის მეთოდი გადმოიღეს და ეს რამდენიმე დღეა აქტიურად იყენებენ. მაგ: რატომ გადაიყვანეს ციხეში ოქრუაშვილი მაშინ, როცა იმავე ბრალდებით მელია მხოლოდ შინაპატიმრობაში და ამ ტექსტს ებმება ეჭვის ჩაგდება ოქრუაშვილის მიერ რ2-ის მფლობელობაზე პრეტენზიის გამოთქმასთან დაკავშირებით. ამ დროს აბსოლუტურად იგნორირებული ოქრუაშვილის აღიარებები იმ ფინანსური რესურსის ფლობის შესახებ, რომლებიც არც დეკლარაციაში არ ჰქონია მითითებული და მძიმე კანონდარღვევის გარეშე ამ ოდენობის თანხებს ვერანაირად ვერ მოიზიდა და. ანალოგიურ ჭრილში რ2-ის სიუჟეტი პატიმრის წამების შესახებ, რომელსაც საბედნიეროდ წინ ნამდვილი ინფორმაცია უძღოდა და რომელიც სამწუხაროდ, ადამიანთა ძალიან მცირე რაოდენობამ ნახა. დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი პროპაგანდისტული ფინტები არასამთავრობოების ოფისებში იწერება. იმ არასამთავრობოების, რომლებსაც იურიდიულ საკითხებზე წვდომა და მანიპულირების გამოცდილება აქვთ (კაპიტანი გიგაური, სალაძე დ. ა. შ.) და მათი დაწერილი პოსტები ფაქტობრივად ის პარტიული ხაზია, რომელიც ყველა მოდებატე ნაცმა უსიტყვოდ უნდა გაავრცელოს

კომენტარები