„დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეები, ექიმები, ქართული ეკლესია, მთავრობა ერთად გავიმარჯვებთ და ამ ერთიანობით შეგვიძლია“ – გიორგი გახარია

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას” დღესასწაულს აღნიშნავს.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერსა და 13 ივლისს აღინიშნება. 13 ივლისს ქრისტეს ყველა მოციქულის ხსენების დღეა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია სვეტიცხოველში, სადღესასწაულო წირვას დაესწრო.

-„სვეტიცხოვლობა არის სრულიად საქართველოს დღესასწაული, რომელიც ჩვენ ყველას გვაერთიანებს.

​საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ სვეტიცხოვლობას. სვეტიცხოვლობა აღარ არის მხოლოდ რელიგიური დღესასწაული, ის არის სახელმწიფოებრივი დღესასწაული, რომელიც გვაერთიანებს. ამ ერთიანობას, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს დღეს, როდესაც განსაცდელის ჟამში ვართ. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეები, ექიმები, ქართული ეკლესია, მთავრობა ერთად გავიმარჯვებთ და ამ ერთიანობით შეგვიძლია, დავამარცხოთ ყველაზე მძიმე მტერიც, როგორიც არის ვირუსი. ამ ერთიანობით ჩვენ უნდა ვიყუროთ ხვალინდელი დღისკენ“, – განაცხადა პრემიერმა, გიორგი გახარიამ.

კომენტარები