„დარწმუნებული ვარ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით. ჩემი მონდომებით, ზუგდიდში შედეგს დავდებთ“ – ირაკლი ჩიქოვანი

-„საარჩევნო კამპანიით, ზუგდიდელების წინაშე ყველას შეუძლია წარდგეს, ინფორმირებული ამომრჩეველი გააკეთებს გააზრებულ არჩევანს. ყველას შეგვიძლია წარვსდგეთ ზუგდიდელების წინაშე და დავანახოთ, აქამდე ზუგდიდს როგორ ვემსახურებოდით. აწი, ამ ქალაქს როგორ უნდა ვემსახუროთ. ამ ინფორმირებული არჩევანის საფუძველზე მიიღებენ ზუგდიდელები გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ,  „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, იმ გუნდის მხარდაჭერით, რომელიც ზუგდიდში მიმდინარე რეფორმებზეა პასუხისმგებელი, ჩემი მონდომებითაც დავდებთ შედეგს, თუმცა, ეს იქნება, შეჯიბრებითობაზე დამყარებული საარჩევნო კამპანია. მზად ვარ, ნებისმიერ ადამიანს დავეტოლო რა გამიკეთებია და არ გამიკეთებია ზუგდიდისთვის და რას გავაკეთებ მომავალში.

„ევროპული დემოკრატები“ და „ნაცმოძრაობა“ ერთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ჰყავს ერთი ელექტორატი. „პოლიტიკურ ძალას რომელსაც მე წარმოვადგენ, რომელმაც  ეს ვალდებულება დამაკისრა, ზუგდიდში აქვს უფრო მეტი ძალა და შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება კამპანია და შეფასება იმ შედეგების, რომელიც აქამდე დაიდო და იმ გეგმების განხორციელება რომელიც აწი გვექნება“, – განაცხადა  ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „ქრონიკა“.

კომენტარები