დასავლეთი ეს შერჩევითი სამართალია ?

დასავლური ღირებულებები ?
ეს, ხომ პირველ რიგში შერჩევით სამართალი არ არის!
ეს ხომ დამოუკიდებელი სასამართლოა ?
ეს ხომ პროგრესია ?
როგორც ამაში გვარწმუნებს მედასავლეთეები ?
მაშინ რისთვის გვახვევენ თავის საკუთარ დღის წესრიგს დასავლელი ელჩები ?
ჩვენ ხომ დამოუკიდებლები ვართ ?
თუ ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთის მიერ რატომ ვიღებთ დირექტივებს ვაშინგტონიდან ?
თუ ამ პროგრესს აფერხებს ეგრედწოდებული ოპოზიციის ლიდერები, რომლებზეც სისხლის სამართლის საქმეების ათტომეულია პროკურატურაში, რატომ დევს თაროზე ?
თუ შერჩევითი სამართალი არ არის ქვეყანაში ? თუ ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და ახალი დღისწესრიგისი ფორმირება დავიწყეთ რისთვის გვჭირდება დასავლელი ელჩების მედიატორობა, რომელიც სინამდვილეში დირექტივებია!
თუ ჩვენ გვსურდა რუსეთის დუმაში აღარ გადაწყვეტილიყო ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური დღისწესრიგი და ვიბრძოდით დამოუკიდებლობისთვის!
რის დამოუკიდებლები ვართ როდესაც დუმის ნაცვლად ეხლა კონგრესს შევყურებთ რით განსხვავდება ერთი მეორესგან ?
გეოგრაფიული მდებარეობით მხოლოდ ?

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები