დასახელდა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი

გამოცემა Le Figaro იუწყება, რომ საფრანგეთის „პსჟ“-ის თავდამსხმელი კილიან მბაპე გახდა პლანეტის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი. საფრანგეთის ნაკრების 21 წლის ფორვარდი მინდორზე ავითარეს 36 კმ/სთ სიჩქარეს.
სამეულში მოხვდნენ ბილბაოს „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ინიაკი უილიამსი (35,7 კმ/სთ) და ინგლისის „არსენალის“ მოთამაშე პიერ-ემერიკ ობამეიანგი (35,5 კმ/სთ).
საუკეთესო ათეულში შევიდნენ: გერმანიის „ბაიერის“ ფეხბურთელი კარიმ ბელარაბი (35,27 კმ/სთ), „მანჩესტერ სიტის“ მოთამაშეები კაილ უოკერი (35,21 კმ/სთ) და ლეროი სანე (35,04 კმ/სთ), „ლივერპულის“ ფორვარდი მოხამედ სალახი (35 კმ/სთ), „ბავარიის“ ჰავბეკი კინგსლი კომანი (35 კმ/სთ), „რეალის“ მცველი ალვარო ოდრიოსოლა (34,99 კმ/სთ) და 30 წლის ნაჩო ფერნანდესი (34,62 კმ/სთ).

წყარო: life.ru

კომენტარები