დასახელდა სამი ულამაზესი გოლი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში (ვიდეო)

ფრანგულმა ჟურნალმა France Football წარმოადგინა ჩემპიონთა ლიგის 50 ყველაზე ლამაზი გოლი 1992 წლიდან 2020 წლის ჩათვლით.
პირველი ადგილი დაიკავა იმ დროს მადრიდის „რეალში“ მოასპარეზე ზინედინ ზიდანის გოლმა ლევერკუზენის „ბაიერის“ კარში ჩემპიონთა ლიგის 2002 წლის ფინალურ მატში. შეხვედრა დასრულდა მადრიდელთა გამარჯვებით 2:1. ამჟამად 47 წლის ზიდანი „რეალის“ მთავარი მწვრთნელია. მისი ხელმძღავნელობით გუნდმა ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

მეორე საფეხური დაიკავა იტალიელი მაურო ბრესანას („ფიორენტინა“) გოლმა „ბარსელონას“ კარში 1999/2000 წლების სეზონში ჯგუფურ ეტაპზე.

ჟურნალმა მესამე პოზიცია მიაკუთვნა კრიშტიანუ რონალდუს გოლს „იუვენტუსის“ კარში 2018 წლის 3 აპრილს. მაშინ პორტუგალიელი „რეალის“ შემადგენლობაში გამოდიოდა.

წყარო: sportrbc.ru

კომენტარები